ნოემბერში ხაჭაპურის ინდექსი გაიზარდა – რომელ რეგიონშია იმერული ხაჭაპურის მომზადება ყველაზე ძვირი?

ნოემბერში ხაჭაპურის ინდექსი გაიზარდა – რომელ რეგიონშია იმერული ხაჭაპურის მომზადება ყველაზე ძვირი?

2023 წლის ნოემბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულება 6.47 ლარამდე გაიზარდა – ამის შესახებ ინფორმაციას ISET-ი აქვეყნებს.

კვლევითი ინსტიტუტის თანახმად, ინდექსის ზრდამ თვიურ ჭრილში (ოქტომბერთან შედარებით) 5.5% შეადგინა, წლიურად კი (2022 წლის ნოემბერთან შედარებით) 6.9%-ით შემცირდა.

თვიურ ჭრილში მიმდინარე თვეს ფასები გაიზარდა ხაჭაპურის ყველა ინგრედიენტზე, განსაკუთრებით კი – ყველზე.

ყველი – +8.3%

საფუარი – +5.9%

კარაქი – +3.5%

რძე – +2.6%

ფქვილი – +0.4%

კვერცხი – +0.3%

მიმდინარე თვეს ყველის ფასი ყველაზე მეტად ქუთაისში 14.3%-ით და თელავში 12.7%-ით გაიზარდა. შესაბამისად, ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადება ყველაზე ძვირი – 6.66₾ – ქუთაისში, ყველაზე იაფი – 6.39₾ – კი ბათუმში ჯდება.

ISET-ის ცნობით, წლის ამ პერიოდში ინდექსის ზრდა ჩვეული მოვლენაა, რასაც, მეტწილად, რძისა და რძის პროდუქტების ფასების ზრდა განაპირობებს. ამის მიზეზი ნედლი რძის მიწოდების სეზონური შემცირებაა, რაც ზრდის მოთხოვნას იმპორტირებულ რძის ფხვნილზე.

გარდა ამისა, სავარაუდოდ, ძირითადი საკვები პროდუქტების ფასები ზრდას განაგრძობს მოახლოებული სადღესასწაულო პერიოდით გამოწვეული მოთხოვნის ზრდის გამო.

მსგავსი სიახლეები

2025 წელს ლუდის ქართული მწარმოებლების ბრუნვამ 636 მილიონ ლარს მიაღწია – TBC Capital

2025 წელს ლუდის ქართული მწარმოებლების ბრუნვამ 636 მილიონ ლარს…

2025 წელს ლუდის ქართული მწარმოებლების ბრუნვამ 636 მილიონი ლარს მიაღწია, ხოლო 2019-2025 წლებში საშუალო წლიურმა ზრდის ტემპმა (CAGR) 12.1% შეადგინა. ამის…
2026 წლის ივლისში ეროვნული ბანკის წმინდა შესყიდვებმა 488.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

2026 წლის ივლისში ეროვნული ბანკის წმინდა შესყიდვებმა 488.2 მლნ…

2026 წელს, სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო რეზერვების შევსება განაგრძო, – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.…
14 სექტემბრის ჩათვლით, ყველა სკოლაში იქნება ყველა სახელმძღვანელო დარიგებული – გივი მიქანაძე

14 სექტემბრის ჩათვლით, ყველა სკოლაში იქნება ყველა სახელმძღვანელო დარიგებული…

პირველი, მეშვიდე, მეათე კლასის სახელმძღვანელოების ბეჭდვის პროცესი დასრულების პროცესშია – 14 სექტემბრის ჩათვლით, ყველა სკოლაში იქნება ყველა სახელმძღვანელო დარიგებული, – ამის…