ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, პრივატიზაციის 2023 წლის გეგმის შესრულების შესახებ პოსტი გამოაქვეყნა. უწყების ინფორმაციით, მათ წელს 2,925 ელექტრონული აუქციონი გამოაცხადეს, რომლის მეშვეობითაც 279,518,776 ლარის მობილიზება მოახდინეს.
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მათ მობილიზებული თანხიდან 200.3 მილიონი ლარი ცენტრალურ ბიუჯეტში მიმართეს, ხოლო 51.7 მილიონი ლარი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.
აღნიშნული რიცხვები 2023 წლის ბიუჯეტის შესრულების 12 თვით ანგარიშში უნდა აისახოს. 11 თვის შესრულების ანგარიშში კი სახელმწიფო ხაზინას მითითებული ჰქონდა, რომ პრივატიზაციიდან მიღებული შემოსავალი 105.6 მილიონი ლარი იყო, რაც წლიური გეგმის 52.8% იყო.
ქუთაისი ყოველთვის იყო განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კერა ჩვენს ქვეყანაში.დღეიდან კი, ტექნოლოგიური ჰაბის გახსნით, ქუთაისი ასევე ხდება საქართველოს ტექნოლოგიური…
სემეკ-მა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია ავრცელებს. კომისიის ცნობით, სემეკ-ის…
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს წუხილს ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ…