სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია აცხადებს, რომ ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედებასთან დაკავშირებით შიდა რისკები პრაქტიკულად არ არსებობს, ხოლო გარე რისკები კი რჩება. ასე უპასუხა ნარმანიამ BMG-ის მიერ დასმულ კითხვას, თუ როგორი მოლოდინი აქვს არაერთხელ გადადებულ ბირჟის გახსნასთან დაკავშირებით.
„ბირჟის ამოქმედებასთან დაკავშირებით შიდა რისკები პრაქტიკულად არ არსებობს. გარე რისკები კი რჩება – ეს არის საომარი მოქმედებები მეზობლებში და ენერგეტიკულ რესურსებზე მაღალი ფასები. საბოლოო ჯამში, სამინისტროს გადასაწყვეტია, მიიღებს თუ არა ბაზრის გახსნის გადაწყვეტილებას. სისტემა მზად არის, ბაზრის მონაწილეები მზად არიან ამისთვის, დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
საქართველოში ენერგეტიკული ბირჟას სრულფასოვანი ფუნქციონირება ჯერ კიდევ 2021 წლის 1 ივლისს უნდა დაეწყო, თუმცა მისი გახსნა 6-ჯერ გადავადდა. დღით ადრე ბაზრის, საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრისა და დღიური ბაზრის გაშვება ამჯერად 2024 წლის 1 ივლისს არის დაგეგმილი. ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით, გადავადების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზეზი რეგიონში არსებული გამოწვევებია.
2025 წელს ლუდის ქართული მწარმოებლების ბრუნვამ 636 მილიონი ლარს მიაღწია, ხოლო 2019-2025 წლებში საშუალო წლიურმა ზრდის ტემპმა (CAGR) 12.1% შეადგინა. ამის…
2026 წელს, სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო რეზერვების შევსება განაგრძო, – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.…
პირველი, მეშვიდე, მეათე კლასის სახელმძღვანელოების ბეჭდვის პროცესი დასრულების პროცესშია – 14 სექტემბრის ჩათვლით, ყველა სკოლაში იქნება ყველა სახელმძღვანელო დარიგებული, – ამის…