ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე მიხეილ სარჯველაძე დაინიშნა

ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე მიხეილ სარჯველაძე დაინიშნა

ჯანდაცვის მინისტრის ვაკანტურ პოსტზე საქართველოს პრემიერ-მინისრტმა ირაკლი კობახიძემ დღეს პარლამენტის მოქმედი წევრი მიხეილ სარჯველაძე წარადგინა.

პროფესიით სამართალმცოდნე მიხეილ სარჯველაძე საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის მოქმედი დეპუტატია, ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პარტიული სიით. ის ხელმძღვანელობდა ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს.

2018 – 2020 წლებში ის საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე იყო; 2013 – 2018 წლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა; 2012 – 2013 წლებში სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს თავმჯდომარეობდა; 2010 – 2012 წლებში შპს “საადვოკატო გაერთიანება – სარჯველაძე და მშვენიერაძე” – ადვოკატი, პარტნიორი; 2003 – 2010 წლებში კს “სვანიძე და პარტნიორები” – ადვოკატი, პარტნიორი; 1999 – 2003 შპს “საადვოკატო ბიურო – კორძაძე და სვანიძე”-ში ადვოკატად მუშაობდა.

მსგავსი სიახლეები

აპრილში საქართველოში 1.5%-იანი წლიური ინფლაცია იყო

აპრილში საქართველოში 1.5%-იანი წლიური ინფლაცია იყო

საქართველოში წლიური ინფლაციის ტემპი დაჩქარდა – საქსტატის თანახმად, აპრილში წლიურმა ინფლაციამ 1.5% შეადგინა, რაც ბოლო რაც ბოლო 11 თვის განმავლობაში ინფლაციის…
აქტიურად ვავითარებთ სატრანსპორტო ქსელს სხვადასხვა პროექტებით – ლევან დავითაშვილი

აქტიურად ვავითარებთ სატრანსპორტო ქსელს სხვადასხვა პროექტებით – ლევან დავითაშვილი

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ ქვეყნის სატრანსპორტო ქსელი აქტიურად ვითარდება სხვადასხვა პროექტებით. ამის შესახებ დავითაშვილმა აზიის განვითარების ბანკის 57-ე…
საქართველო გამოირჩევა სტრატეგიული მდებარეობით – ლაშა ხუციშვილი ADB-ის წლიურ შეხვედრაზე

საქართველო გამოირჩევა სტრატეგიული მდებარეობით – ლაშა ხუციშვილი ADB-ის წლიურ…

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აცხადებს, რომ ევროპისა და აზიის შეხვედრის წერტილში მყოფი საქართველო გამოირჩევა სტრატეგიული მდებარეობით, რომელიც განვითარებად ბაზრებზე განუმეორებელ წვდომას უზრუნველყოფს.…