საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი განკარგულება, რომლის თანახმად, მთავრობამ პოლიტიკის დოკუმენტების 2024 წლის გეგმა შეიმუშავა.
გეგმა სულ 36 დოკუმენტს – სტრატეგიებს, კონცეფციებსა და სამოქმედო გეგმებს მოიცავს, მათ შორისაა:
1. სასაქონლო ბაზრებისა და ვაჭრობის განვითარების 2025-2026 წლების კონცეფცია; 2. საქართველოს 2023-28 წლების კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგიის 2025-2026 წლების სამოქმედო გეგმა; 3. საგზაო უსაფრთხოების 2022-2025 წლების ეროვნული სტრატეგიის 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა; 4. საქართველოს სახელმწიფო საწარმოთა ყოვლისმომცველი რეფორმის 2023-2026 წლების სტრატეგიის 2025-2026 წლების სამოქმედო გეგმა; 5. ციფრული ჯანდაცვის 2024-2030 წლების სტრატეგია და ამავე სტრატეგიის 2024-2026 წლების სამოქმედო გეგმა; 6. დაბერების საკითხებზე სამოქმედო გეგმა 2024-2025; 7.ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშავე ბავშვების ყველა სახის ძალადობისგან, მათ შორის ტრეფიკინგისგან დაცვის საქართველოს 2025-2030 წლების სტრატეგია; 8. კონცეფცია ანტიკორუფციული პოლიტიკის განსაზღვრის შესახებ; 9. დეცენტრალიზაციის 2020-2025 წლების სტრატეგიის 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა; 10. უცხოელთა ინტეგრაციისა და დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის კონცეფცია.
სხვადასხვა დოკუმენტის შემუშავებაში შესაბამისი სამინისტროებია ჩართული.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. მას 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 5 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 4-მა თავი შეიკავა.…
სადისტრიბუციო სატრანსპორტო საშუალებებს ღამის საათებში ე.წ. ბასლაინში გადაადგილების უფლება მიეცემათ. აღნიშნული ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში შედის.…
გაცნობებთ, რომ მძღოლობის კანდიდატები, რომლებიც ერთიან ეროვნულ, საგრანტო ან საერთო სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობენ, მომსახურების სააგენტოს მხრიდან სპეციალური შეღავათით ისარგებლებენ, – ამის…