თბილისის მეტროს მოძრავი შემადგენლობის განახლებას, რაც 97 ვაგონის (22 მატარებელი) შესყიდვას გულისხმობს “აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი” (AIIB) დააფინანსებს.
საქართველოს მთავრობის 8 აპრილის განკარგულებით, თბილისის სატრანსპორტო კომპანია თბილისის მეტროსთვის 205 მილიონი ევროს ღირებულების 97 ვაგონს “აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის” (AIIB) პროცედურებით შეისყიდის. აღსანიშნავია, რომ ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს მთავრობის 5 მარტის განკარგულება, რომელიც საერთაშორისო ტენდერის გამოცხადებას “მსოფლიო ბანკის” შესყიდვების პროცედურების შესაბამისად ითვალისწინებდა.
BMG დაინტერესდა, რა გახდა ცვლილების მიზეზი. როგორც თბილისის მერიაში განმარტავენ, AIIB-მა გამოხატა მზაობა, დააფინანსოს პროექტი.
“შეიცვალა მხოლოდ შესყიდვის წესი, მსოფლიო ბანკის შესყიდვის წესის ნაცვლად გამოყენებული იქნება აზიის ინვესტიციების და ინფრასტრუქტურის ბანკის შესყიდვის წესი, ვინაიდან სწორედ ამ ბანკმა გამოხატა სურვილი და მზაობა დააფინანსოს პროექტი”,- უთხრეს BMG-ს თბილისის მერიაში.
რაც შეეხება საკითხს, თუ ჯამური თანხიდან რა ნაწილია სესხი და რა თანხა იქნება საბიუჯეტო სახსრები, თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში BMG-სთან განმარტავენ, რომ შესყიდვის ჯამური ღირებულება – 205 მილიონი ევრო საორიენტაციო თანხაა და დამატებითი დეტალები ტენდერის გამოცხადებისას გახდება ცნობილი.
პარლამენტმა 83 ხმით, მესამე მოსმენით, მხარი დაუჭირა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონში ცვლილებას. საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით,…
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან უერთიერთობის სამსახური საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 2026 წლის 28 აპრილის წმინდა სინოდის სხდომის ოქმს აქვეყნებს. ოქმის თანახმად, საპატრიარო კანდიდატებს შორის…
“[ნავთობისა და გაზის კორპორაციაში] არასამუშაო დროს, შვებულების ან მივლინების პერიოდში სათანადო დასაბუთების გარეშე ჩასხმულია 30,332 ლიტრი საწვავი”, – ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის…