ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის, იგივე შუა დერეფნის განვითარების შესახებ, რათა კიდევ უფრო გაიზარდოს კავშირი აზიასა და ევროპას შორის სამხრეთ კავკასიის გავლით.
პარტნიორობა ფოკუსირებული იქნება საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ვაჭრობის გაზრდაზე, მწვანე ენერგეტიკაზე, ინვესტიციებზე ახალ ინდუსტრიებში, ასევე სატრანსპორტო და ციფრულ ინფრასტრუქტურაზე. როგორც EBRD-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შუა დერეფნის გაძლიერება შექმნის ახალ, ტრანსფორმაციულ ეკონომიკურ შესაძლებლობებს რეგიონში და უზრუნველყოფს ალტერნატიულ სატრანსპორტო მარშრუტს.
მემორანდუმის მიზანია გააძლიეროს რეგიონში კრიტიკული ენერგეტიკული, ტრანსპორტის, ციფრული და სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის დაგეგმვა, დიზაინი და მშენებლობა. ის ასევე მიზნად ისახავს: გააუმჯობესოს საბაჟო, სატარიფო და სასაზღვრო ოპერაციების ეფექტურობა; შუა დერეფნის განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიის ეკონომიკაში კერძო კაპიტალის ინვესტიციების მოზიდვა; და მიიღოს უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტები ევროპასა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირის ხელშეწყობისთვის.
თანამშრომლობის სხვა პრიორიტეტები მოიცავს ინვესტიციების გაფართოებას ნახშირბადის გარეშე ენერგიის მიმართულებით და რეფორმების წინსვლას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაზრდის კუთხით.
მემორანდუმს ხელი EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტმა საბანკო საკითხებში, მატეო პატრონემ და USAID-ის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ადმინისტრატორის თანაშემწემ, ერინ ელიზაბეტ მაკკიმ EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნეს ფორუმის ფარგლებში მოაწერეს, რომელიც სომხეთში მიმდინარეობს.
ქუთაისი ყოველთვის იყო განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კერა ჩვენს ქვეყანაში.დღეიდან კი, ტექნოლოგიური ჰაბის გახსნით, ქუთაისი ასევე ხდება საქართველოს ტექნოლოგიური…
სემეკ-მა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია ავრცელებს. კომისიის ცნობით, სემეკ-ის…
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს წუხილს ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ…