ანაკლიის პორტის შეუსრულებელ პროექტში სახელმწიფოს როლი საერთოდ არ არის – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა განაცხადა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
რატი ბრეგაძე სრულ პასუხისმგებლობას მამუკა ხაზარაძეს და კონსორციუმს აკისრებს. მისი თქმით, მათ ქვეყანას 4 წელი დააკარგვინეს.
“სახელმწიფოს როლი საერთოდ არ არის იმაში, რომ ბატონმა ხაზარაძემ და მისმა პარტნიორებმა ვერ შეძლეს ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. ამის შესახებ ისაუბრა არბიტრაჟმაც და მიუთითა, რომ სახელმწიფოს არც პირდაპირ და არც ირიბად სახელმწიფოს პროექტის განხორციელებაში ხელი არ შეუშლია. პირიქით, მრავალჯერ იქნა მათთვის გადავადებული ვალდებულებების შესრულება და მიუხედავად ამისა, ვერ შეძლეს ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.
ბატონმა ხაზარაძემ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება სამწუხაროა. ვეთანხმები, რადგან ზოგადად სამართალი მათთვის სამწუხარო მოვლენაა და ისიც, რომ სიმართლე საქართველოს სახელმწიფოს მხარესაა.
ასევე, ისიც უნდა ითქვას, რომ ბატონმა ხაზარაძემ თავად შეუშალა ხელი ანაკლიის პორტის მშენებლობას და დააკარგვინა 4 წელი ანაკლიის პორტის გარეშე”, – განაცხადა ბრეგაძემ.
საქართველოს მთავრობამ 2020 წლის იანვარში ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულება ცალმხრივად გაწყვიტა, რასაც ინვესტორთა მხრიდან საარბიტრაჟო დავის დაწყება მოჰყვა. არბიტრაჟის დავის საგანი $1.5 მილიარდ დოლარს შეადგენდა.
ქუთაისი ყოველთვის იყო განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კერა ჩვენს ქვეყანაში.დღეიდან კი, ტექნოლოგიური ჰაბის გახსნით, ქუთაისი ასევე ხდება საქართველოს ტექნოლოგიური…
სემეკ-მა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია ავრცელებს. კომისიის ცნობით, სემეკ-ის…
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს წუხილს ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ…