“ენგურჰესის” დირექტორი, ლევან მებონია აფხაზებს მოუწოდებს, ელექტროენერგიის საფასური გადაიხადონ. ლევან მებონიას ე.წ. აფხაზი ოპოზიციონერები, ლევან მიქაა და ილია გულია შეხვდნენ.
“თუ აფხაზური მხარე ელექტროენერგიის 40%-ის საფასურს გადაიხდის, “სურათი სულ სხვაგვარი იქნება”, – უთხრა მებონიამ აფხაზებს.
ამასთან, “ენგურჰესის” დირექტორმა იკითხა, რამდენი ადამიანი ცხოვრობს ოკუპირებულ აფხაზეთში. პასუხად მიიღო, რომ 244 000 და თქვა:
“თბილისში მილიონ-ნახევარი ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ მოხმარება იგივეა. მითხრეს, რომ როდესაც ღამით ინტერნეტი [აფხაზეთში] გამორთული იყო, მოხმარება მაშინვე 50 მეგავატით დაეცა. ეს არის მინიმუმ მილიონ კვტ/სთ დღეში, ე.ი. დამატებით სამი საათი. ახლა თითქმის 98% აფხაზეთში მიდის”.
ცნობისთვის, 40/60 პრინციპი 1990-იან წლებში ხელმოწერის გარეშე მიღწეული შეთანხმებაა, რომლის მიხედვით, “ენგურჰესის” მიერ გამომუშავებული მთლიანი ენერგიის 40% აფხაზეთის რეგიონს, 60% კი – დანარჩენ საქართველოს ეკუთვნოდა. აფხაზმა პოლიტიკოსმა, ლევან მიქაამ ლევან მებონიას უთხრა, რომ უფასო გენერაციის 40% “აფხაზურ მხარეს” უფასოდ აქვს.
“ასეთი შეთანხმება არასდროს ყოფილა. უბრალოდ აფხაზური მხარე გადასახადს არ იხდის. გადასახადის გადახდით წყლის დონე არ მოიმატებს, მაგრამ ჩვენ [ელექტროენერგიას] ექსპორტზე არ გავგზავნით და წყალს დავზოგავთ”, – განაცხადა მებონიამ.
„დევნილ ოჯახებს, რომლებიც არ ირიცხებიან იმ ოჯახთა სიაში, ვისაც სახელმწიფომ შეუსრულა ვალდებულება განსახლებასთან დაკავშირებით, ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ სახელმწიფოსგან კომპენსაცია. ყველა იმ…
სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი 23 241-ით შემცირდა. შედეგად საარსებო შემწეობას ჯამში 547…
ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა არაბთა გაერთიანებული საამიროების…