აგვისტოში სავალუტო რეზერვებმა 5.2 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა

აგვისტოში სავალუტო რეზერვებმა 5.2 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა

2025 წლის აგვისტოს მდგომარეობით საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 5 მლრდ აშშ დოლარიდან და 5.2 მილიარდ აშშ დოლარამდე (184 მილიონი დოლარი) გაიზარდა – ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ხდება ცნობილი.

რეზერვების მატება სებ-ის მიერ უცხოური ვალუტის შესყიდვით იყო განპირობებული. იანვარ-ივლისში სებ-მა 1.3 მილიარდი დოლარი შეიძინა, მათ შორის ყველაზე მეტი 417 მილიონი დოლარი სებ-მა ივლისში შეიძინა, აგვისტოს შესყიდვების დეტალური სტატისტიკა კი 25 სექტემბერს გახდება ცნობილი.

2025 წლის აგვისტოს მდგომარეობით ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში 15.1%-ს (786.9 მლნ აშშ დოლარი) შეადგენს. ოქროს ფასის ცვლილების შედეგად, მონეტარული ოქროს ღირებულება, მისი შეძენის მომენტიდან, 286.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

ამჟამად არსებული 5.2 მილიარდი დოლარის რეზერვები არ არის რეზერვების პიკური მოცულობა, რადგანაც საერთაშორისო რეზერვები მაქსიმუმზე 2023 წლის აგვისტოში იყო და 5.4 მილიარდ დოლარს შეადგენდა. 2024 წლის მეორე ნახევარში – განსაკუთრებით კი წინასაარჩევნოდ ეროვნულმა ბანკმა 700 მილიონი დოლარი გაყიდა, რამაც სავალუტო რეზერვების 4.1 მილიარდ დოლარამდე კლება განაპირობა. ამის გამო დღის წესრიგში რეზერვების შევსების აუცილებლობა დადგა, 2025 წლის განმავლობაში სებ-მა ჯამურად 1.3 მილიარდ დოლარზე მეტი შეისყიდა.

ამასთან, რეზერვების მცირე მოცულობის გათვალისწინებით მისი შევსების საჭიროებაზე არაერთი განცხადება გააკეთა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, რომელმაც 2024 წელს მიუთითა, რომ მისი მოცულობა ადეკვატურობის ზღვარზე დაბლა იყო.

მსგავსი სიახლეები

ტექნოლოგიური ჰაბის გახსნით ქუთაისი ხდება საქართველოს ტექნოლოგიური განვითარების ერთ-ერთი მთავარი ცენტრი – ამ ეკოსისტემის განუყოფელი ნაწილი გახდება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი – კობახიძე

ტექნოლოგიური ჰაბის გახსნით ქუთაისი ხდება საქართველოს ტექნოლოგიური განვითარების ერთ-ერთი…

ქუთაისი ყოველთვის იყო განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კერა ჩვენს ქვეყანაში.დღეიდან კი, ტექნოლოგიური ჰაბის გახსნით, ქუთაისი ასევე ხდება საქართველოს ტექნოლოგიური…
სემეკ-მა საქართველოს ელექტროსისტემაში მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო

სემეკ-მა საქართველოს ელექტროსისტემაში მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო

სემეკ-მა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია ავრცელებს. კომისიის ცნობით, სემეკ-ის…
საქართველოს საგარეო უწყება: ვიმედოვნებთ, ევროკავშირი გადახედავს ყულევის ქარხნის დასანქცირების გადაწყვეტილებას

საქართველოს საგარეო უწყება: ვიმედოვნებთ, ევროკავშირი გადახედავს ყულევის ქარხნის დასანქცირების…

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს წუხილს ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ…