სკანდინავიის სიდიდით მეორე და ნორვეგიის ყველაზე დიდი ავიაკომპანია ქართულ ბაზარზე შემოდის და ფრენებს დანიის მიმართულებით იწყებს. ავიაკომპანია Norwegian თბილისი-კოპენჰაგენის მიმართულებით 2026 წლის 27 ივნისიდან პირდაპირი ავიარეისები კვირაში ორჯერ შესრულდება.
აქამდე ორ დედაქალაქს შორის პირდაპირი რეისები არასდროს შესრულებულა. კოპენჰაგენთან პირდაპირი საჰაერო კავშირი მხოლოდ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ჰქონდა. თუმცა Wizz air-მა კოპენჰაგენი-ქუთაისის მიმართულება გააუქმა, რის მიზეზადაც დაბალი მოთხოვნა დასახელდა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 2024 წელს დანიასა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლით 32,384 მგზავრმა ისარგებლა, ხოლო მთლიანად სკანდინავიიდან ქვეყანას 22,552 ვიზიტორი ესტუმრა.
ტურიზმის ადმინისტრაციის ოფიციალური სტატისტიკით, დანიიდან საქართველოში ვიზიტები მაღალი არ არის, თუმცა პანდემიამდე და მას შემდეგაც ყოველწლიურად მზარდია. 2024 წელს საქართველოში დანიიდან 6 211 ვიზიტი შესრულდა, რაც 2023 წლის ვიზიტებს 47.8%-ით აღემატებოდა და ასევე აჭარბებდა პანდემიამდელი, 2019 წლის პიკურ 6 088 ვიზიტს.
2025 წლის 9 თვეში კი დანიიდან 3 856 ვიზიტი შესრულდა, რაც ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის 4 960 ვიზიტზე. კლება, სავარაუდოდ, Wizz air-ის მიერ ფრენების გაუქმებამ განაპირობა.
მთავრობამ თბილისის, გარდაბნისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრების ნაწილს განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიის სტატუსი მიანიჭა. 21 ნოემბრის დადგენილების მიხედვით, გადაწყვეტილება ეკოლოგიური და გარემოსდაცვითი ფაქტორებიდან…