თბილისის მერიის ინფორმაციით, დიდუბის რაიონის გამგეობა, იროდიონ ევდოშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეიდან ერთი თვის განმავლობაში, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება აკაკი წერეთლის გამზირისა და იროდიონ ევდოშვილის ქუჩის კვეთიდან ცემის ქუჩის კვეთის მიმდებარე ტერიტორიამდე.
“აღნიშნულ პერიოდში საავტომობილო გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე, საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახურის ავტოტრანსპორტისთვის.
შეზღუდვის პერიოდში, ავტოტრანსპორტით მოძრაობა ალტერნატიული ქუჩების გამოყენებით განხორციელდება”,- აღნიშნავენ მერიაში.
თბილისის მერმა კახა კალაძემ საბურთლოს რაიონში, ჟიული შარტავას ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა. პროექტს თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური შარტავას…
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 23 ივლისიდან რუსთაველის გამზირისა და მერაბ კოსტავას ქუჩის ნაწილზე ყველა ტიპის ავტოსატრანსპორტო მოძრაობა სრულად შეიზღუდება. მიზეზი…
თბილისის მერია რიყის ტერიტორიაზე ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. მერიაში აცხადებენ, რომ შპს „რიყე დომ“-ის საკუთრების მიწის ნაკვეთზე არსებული…