სოცდაუცველთა 300-ლარიანი დასაქმების პროგრამა 2026 წლიდან აღარ გაგრძელდება – მიზეზები

სოცდაუცველთა 300-ლარიანი დასაქმების პროგრამა 2026 წლიდან აღარ გაგრძელდება – მიზეზები

სოცდაუცველთა დასაქმების პროგრამა, რომელზეც ოთხ წელში 300 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა, 2026 წლიდან აღარ გაგრძელდება.

საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტზე ბიუჯეტის მე-3 ვერსიის წარდგენისას ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ თქვა, რომ მიზანია ეს ადამიანები კერძო სექტორში დასაქმდნენ და სახელმწიფო აღარ იყოს მათი დამსაქმებელი.

მისივე განმარტებით, ამ პროგრამით დასაქმებულების გადამზადებაში სახელმწიფო რესურსს კვლავ დახარჯავს.

“მომდევნო წლის ბიუჯეტში სიახლეა, რომ შემცირებულია საზოგადოებრივი სამუშაოების დასაქმების პროგრამის დაფინანსება, ვინაიდან ამაზე გვქონდა კონსულტაციები, როგორც სამინისტროსთან, პროგრამის ეფექტურობასთან, ასევე ჩვენ და ეკონომიკის სამინისტროს და საბოლოო ჯამში იმ სირთულესთან, რაც არის შრომის ბაზარზე უკვე კადრების დეფიციტი. ამიტომ მიზანშეწონილად ჩაითვალა, რომ ეს პროგრამა არსებული სტრუქტურით გაუქმდეს და უკვე შესაბამისი დახმარების, სხვადასხვა გადამზადების პროგრამების მეშვეობით გახდეს შესაძლებელი, რომ ეს ადამიანები უკვე კერძო სექტორში იყვნენ დასაქმებული და სახელმწიფო აღარ იყოს მათი დროებითი დამსაქმებელი, ასე ვთქვათ”, – განაცხადა კაკაურიძემ კომიტეტზე.

ბოლო2025 წლის ოქტომბრის სტატისტიკით, სოციალურ შემწეობას იღებდა 461 796 ადამიანი, ხოლო ე.წ. 300-ლარიანი დასაქმებით 2022 წლიდან 2024 წლის ჩათვლით 40 ათასამდე სოციალურად დაუცველი დაასაქმეს.

პროგრამის ბიუჯეტი 2022 წლის 48 მილიონიდან მომდევნო წელს თითქმის გაორმაგდა, 2025 წელს კი 113 მილიონამდე გაიზარდა.

2026 წლის ბიუჯეტის ამ დროისთვის ბოლო სამუშაო ვერსიაში, პროგრამისთვის თანხა 21 მილიონამდეა შემცირებული.

მსგავსი სიახლეები

2026 წლიდან სოციალურად დაუცველების დასაქმების სახელმწიფო პროგრამა აღარ გაგრძელდება

2026 წლიდან სოციალურად დაუცველების დასაქმების სახელმწიფო პროგრამა აღარ გაგრძელდება

სოციალურად დაუცველთა საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმების სახელმწიფო პროგრამა აღარ გაგრძელდება. 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის მესამე გადამუშავებულ ვარიანტში „დასაქმების სისტემის რეფორმების პროგრამის“ ბიუჯეტი…
ზურაბ აზარაშვილი: „სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამაში, უკვე 7 195 სოციალური შემწეობის მიმღები შრომისუნარიანი პირია ჩართული“

ზურაბ აზარაშვილი: „სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამაში, უკვე 7 195…

„დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო“, პრემიერის გადაწყვეტილებით, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, საზოგადოებრივ სამუშაოებს, ან შრომის ბაზარზე არსებულ შესაბამის ვაკანსიებს სთავაზობს. იმ შემთხვევაში კი,…