ნოემბერში ფულადი გზავნილები $298 მილიონამდე გაიზარდა – რომელი ქვეყნებიდან გადმორიცხეს თანხა?

ნოემბერში ფულადი გზავნილები $298 მილიონამდე გაიზარდა – რომელი ქვეყნებიდან გადმორიცხეს თანხა?

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2025 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 298.39 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 11.9%-ით მეტია 2024 წლის ნოემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, ნოემბერში ყველაზე მეტი თანხა საქართველოში კვლავ ამერიკის შეერთებული შტატებიდან გადმორიცხეს, რაც 58 მილიონ დოლარს შეადგენდა. წლიური ზრდა 16%-ია. მეორე პოზიციას იტალია იკავებს $50 მილიონით, საიდანაც ფულადი გზავნილების ნაკადები 11%-ით გაიზარდა.

რუსეთი კი კვლავ მესამე პოზიციაზეა $38 მილიონი დოლარით, ამასთან რუსეთიდან გზავნილების მოცულობა წინა წელთან შედარებით 29%-ით გაიზარდა.

2025 წლის ნოემბერში საქართველომ ფულადი გზავნილები შემდეგი ქვეყნებიდან მიიღო:

#ქვეყანაგზავნილების ოდენობა – მლნ დოლარიზრდა/კლება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან
1აშშ$5816%
2იტალია$5011%
3რუსეთის ფედერაცია$3829%
4გერმანია$2716%
5საბერძნეთი$2515%
6ისრაელი$2410%
7თურქეთი$910%

მსგავსი სიახლეები

მესამე კვარტალში საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ 1,864.4 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო – სებ

მესამე კვარტალში საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ 1,864.4 მილიონი აშშ დოლარის…

2026 წლის მესამე კვარტალში საქართველომ მოგზაურობიდან 1,864.4 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11.9%-ით მეტია. ჯამურად,…
2026 წლის მეორე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ის 1.4%-მდე შემცირდა – სებ

2026 წლის მეორე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ის 1.4%-მდე…

“2026 წლის მეორე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 184.1 მლნ აშშ დოლარით გაუმჯობესდა და 145.2 მლნ აშშ…
საქართველოს საერთაშორისო რეზერვებში ოქროს ღირებულება $1.1 მილიარდამდე გაიზარდა | სებ

საქართველოს საერთაშორისო რეზერვებში ოქროს ღირებულება $1.1 მილიარდამდე გაიზარდა |…

2026 წლის აგვისტოს მდგომარეობით, ოქროს ფასის ცვლილების შედეგად, მონეტარული ოქროს ღირებულება წინა თვესთან შედარებით 135 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 1.149.2…