2026 წლის იანვარში საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება წლიურად 1.4%-ით, 910 გვტ. საათამდე შემცირდა. ამის შესახებ “თიბისი კაპიტალის” ელექტროენერგიის ბაზრის იანვრის მიმოხილვაშია აღნიშნული.
ჰიდროსადგურების გამომუშავება წლიურად შემცირებულია 3.3%-ით 534 გვტ. საათამდე, ქარის სადგურის გამომუშავება შემცირდა 19.2%-ით 5.3 გვტ. საათამდე, ხოლო თბოსადგურების გამომუშავება 1.3%-ით, 370 გვტ. საათამდე გაიზარდა.
ამავე პერიოდში, ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 17.9%-ით, 1,439 გვტ. საათამდე გაიზარდა. იანვარში საცალო მოხმარება წლიურად 8.7%-ით, 829 გვტ. საათამდე, ხოლო პირდაპირი მოხმარება 34.6%-ით, 294 გვტ. საათამდე გაიზარდა. ასევე, მკვეთრად გაზრდილია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოხმარება წლიურად 31.6%-ით, 315 გვტ. საათამდე.
“მოხმარების ზრდის ძირითადი მიზეზი, საცალო მოხმარების შემთხვევაში, ცივმა ამინდებმა განაპირობა, ხოლო პირდაპირი მოხმარების ზრდა ფეროშენადნობების და კრიპტომაინინგის კომპანიების გაზრდილი ეკონომიკური აქტივობის შედეგია”,- წერია პუბლიკაციაში.
საბალანსო ელექტროენერგიის ბაზარზე ერთი კილოვატ საათი ელექტროენერგიის ღირებულებამ 6.23 აშშ. დოლარი ცენტი შეადგინა, რაც წლიურად 7.8%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. თვის ჭრილში კი ზრდა 4.6% იყო.
მიმდინარე წლის იანვარში საქართველოში იმპორტირებულია 22.5 მილიონი აშშ. დოლარის ღირებულების 576 გვტ. საათი ელექტროენერგია. იმპორტის 67% (389 გვტ. საათი) რუსეთიდან, 21% (119 გვტ. საათი) თურქეთიდან, 11% (64 გვტ. საათი) სომხეთიდან, ხოლო მცირე, 1%-მდე მოცულობა საქართველომ აზერბაიჯანიდან მიიღო. რუსეთიდან იმპორტირებული 389 გვტ. საათი ელექტროენერგიის ნახევარზე მეტი, 220 გვტ. საათი, ოკუპირებული აფხაზეთის მოხმარების დასაფარად იქნა გამოყენებული.
საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი რეკორდულ ნიშნულზეა. ესკო-ს ოპერატიული მონაცემებით, ივნისში ექსპორტზე 350.1 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია გავიდა. მიწოდება ძირითადად თურქეთისთვის მოხდა – 295.4…