Galt & Taggart-ის ყოველთვიური ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, იანვარში საგარეო შემოდინებები (მათ შორის საქონლის ექსპორტი, ფულადი გზავნილები და ტურიზმის შემოსავლები) წლიურად 16.6%-ით გაიზარდა და 1.1 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.
უფრო დეტალურად, საქონლის ექსპორტი წინა წელთან შედარებით 19%-ით გაიზარდა და 480.4 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 13.4%-ით გაიზარდა 325.3 მილიონ აშშ დოლარამდე, ხოლო ფულადი გზავნილები 16.6%-ით გაიზარდა და 282.6 მილიონი აშშ დოლარი იყო.
მიმოხილვაში მოყვანილია საინვესტიციო ბანკის მოლოდინებით ძირითად მაჩვენებლებთან დაკავშირებით. Galt & Taggart მიმდინარე წელს ასეთ პროგნოზებს აკეთებს:
ეკონომიკური ზრდა 6%;
საშუალო წლიური ინფლაცია 3%;
ინფლაციის დინამიკის შემსუბუქება მომდევნო თვეებში შექმნის სივრცეს თანდათანობითი ნორმალიზაციისთვის და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი კუმულაციურად 50 საბაზისო პუნქტით, 7.5%-მდე შემცირდება;
ლარის/აშშ დოლარის საშუალო გაცვლითი კურსი 2.68;
ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი $5 მილიარდს მიაღწევს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ეკონომიკური ზრდა ძალიან გამორჩეულია არა მთელს რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე თქვა. პრემიერმა…
საქართველოს ეკონომიკა მაისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11.6%-ით გაიზარდა – ამის შესახებ საქსტატის მიერ დღეს გავრცელებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი. 2022…
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ხელისუფლება მიმდინარე 5 თვის მაჩვენებლებიდან გამომდინარე, ეკონომიკური ზრდის წლიურ პროგნოზს (6%-ს) მოგვიანებით გადახედავს. ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა…