მიხეილ სარჯველაძე მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

მიხეილ სარჯველაძე მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, როლანდ პრაისს, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ჯანდაცვის სექტორის ხელმძღვანელს, რეკა მენონსა და ორგანიზაციის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მხარეებმა განიხილეს საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, აგრეთვე თანამშრომლობის სხვა პრიორიტეტული მიმართულებები.

„განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პირველადი ჯანდაცვის გაძლიერებაზე, სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და მოსახლეობისათვის მისი ხელმისაწვდომობის ზრდაზე.

საუბარი შეეხო მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დადგენის მექანიზმსა და შესაბამისი კომისიის საქმიანობას, რომელიც, როგორც ეფექტიანი და სისტემური რეგულირების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, დადებითად შეფასდა. აღინიშნა, რომ მექანიზმი ხელს უწყობს ფარმაცევტული ბაზრის გამჭვირვალობას, სამართლიანი ფასების ფორმირებასა და პაციენტების ინტერესების დაცვას.
შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა ადამიანური კაპიტალის განვითარების განსაკუთრებულ მნიშვნელობას, როგორც ქვეყნის გრძელვადიანი სოციალურ-ეკონომიკური პროგრესის ერთ-ერთ განმსაზღვრელ ფაქტორს.

აღინიშნა, რომ მსოფლიო ბანკი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას სხვადასხვა სექტორში მიმდინარე რეფორმებისა და განვითარების პროცესში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

სოცდაუცველების ბაზის „მაღალი მოტივაციით“ გადამოწმებისთვის, სამინისტრო სოცაგენტების ხელფასების გაზრდას ფიქრობს

სოცდაუცველების ბაზის „მაღალი მოტივაციით“ გადამოწმებისთვის, სამინისტრო სოცაგენტების ხელფასების გაზრდას…

სოცდაუცველების ბაზის „მაღალი მოტივაციით“ გადამოწმებისთვის, სამინისტრო სოცაგენტების ხელფასების გაზრდას ფიქრობს. შესაბამისი განცხადება “ოცნების” მთავრობაში ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ “რუსთავის 2”-ის ეთერში…
მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.5%-ით გაიზრდება

მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.5%-ით გაიზრდება

მსოფლიო ბანკმა მორიგი ანგარიში „გლობალური ეკონომიკური პერსპექტივები 2026“ გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 5,5%-ით გაიზრდება, რაც 2025 წლის…