საქართველოს პორტებში ტვირთები გაიზრდა. ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, ნავსადგურები იანვარ-აპრილში 4 მლნ ტონა ტვირთს მოემსახურნენ. ზრდა წლიურ ჭრილში 0.5 მლნ ტონაა. გაზრდილია ტვირთბრუნვა როგორც ფოთის, ასევე ბათუმის პორტებში. ჯამში პორტებზე საქართველოს დერეფანში ტვირთბრუნვის 31.2% მოდის.
ტვირთბრუნვა საქართველოს პორტებში / 2022 წლის 4 თვე
• ფოთის პორტი – 2.4 მლნ ტონა, წლიურად ზრდა 0.2 მლნ ტონა • ბათუმის პორტი – 1.6 მლნ ტონა, წლიურად ზრდა 0.3 მლნ ტონა
აღსანიშნავია, რომ გაზრდილია საკონტეინერო ტვირთბრუნვაც. გასულ წელთან შედარებით, ჯამში 6.5%-ით.
პორტების მიერ გადამუშავებული კონტეინერები / 2022 წლის 4 თვე
• ფოთის პორტი – 102 890 TEU (+ 4935 TEU) • ბათუმის პორტი – 33 745 TEU ( + 3434 TEU) • სულ – 136 635 TEU ( + 8370 TEU)