თსუ-ს განცხადება

თსუ-ს განცხადება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტი ეხმაურება თსუ ბიბლიოთეკის მიმდებარე
ტერიტორიაზე ახალგაზრდების ჯგუფებს შორის მომხდარ ინცინდენტს,
რომლის განმუხტვაც თსუ დაცვის და უსაფრთხოების სამსახურის
თანამშრომლებმა შეძლებისდაგვარად მოახერხეს.
 
თსუ-ის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები თუ ადმინისტრაციის
თანამშრომლები შეუზღუდავად სარგებლობენ საქართველოს
კონსტიტუციით მინიჭებული უფლებებითა და თავისუფლებებით.
საუკუნეზე მეტია უნივერსიტეტი ემსახურება საზოგადოების
განათლებას, ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპების დამყარებასა და
განმტკიცებას.
 
შესაბამისად, უნივერსიტეტი მხარს უჭერს აზრის გამოხატვის მხოლოდ
დემოკრატიულ ფორმებს და ამავე დროს, ემიჯნება საუნივერსიტეტო
სივრცეში პოლიტიკური პროცესების შემოტანას.  ადმინისტრაცია  არ
დაუშვებს  საუნივერსიტეტო სივრცეში პოლიტიკური დაპირისპირების
მცდელობას და მიმართავს ყველა პოლიტიკურ ძალას თავი შეიკავოს
მსგავსი ქმედებებისგან.
 
უნივერსიტეტი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აცხადებს, რომ მიუღებელია
ნებისმიერი სახის ძალადობა და მოუწოდებს ახალგაზრდებს მეტი
პასუხისმგებლობით მოეკიდონ  ადამიანის უფლებებს, პატივი სცენ
გამოხატვის თავისუფლებას და თავი შეიკავონ მაპროვოცირებელი
ქმედებებისგან.

მსგავსი სიახლეები

“მომავალი წლიდან 70 წლამდე პირთა პენსია ₾20-ით გაიზრდება, 70 წელს ზემოთ – ₾60-ით” – კვიჟინაძე

“მომავალი წლიდან 70 წლამდე პირთა პენსია ₾20-ით გაიზრდება, 70…

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, პაატა კვიჟინაძის განცხადებით, 2027 წლიდან, 70 წელს ქვემოთ პირების პენსია 20 ლარით 390 ლარამდე გაიზრდება, 70 წელს…
აგვისტოში საქართველოში სასტუმროები 7%-ით გაძვირდა – PMC

აგვისტოში საქართველოში სასტუმროები 7%-ით გაძვირდა – PMC

PMC-ის კვლევის თანახმად, 2026 წლის აგვისტოში საქართველოს სასტუმროს ფასების ინდექსი ივლისთან შედარებით 2.3%-ით გაიზარდა. წლიურ ჭრილში კი 2025 წლის აგვისტოსთან შედარებით,…
ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

30 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6047 ლარი გახდა.…