საქართველოს ეკონომიკური ზრდა ევროპის მასშტაბითაა გამორჩეული – პრემიერი

საქართველოს ეკონომიკური ზრდა ევროპის მასშტაბითაა გამორჩეული – პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ეკონომიკური ზრდა ძალიან გამორჩეულია არა მთელს რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე თქვა.

პრემიერმა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები მიმოიხილა და განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ამ ტენდენციის შესანარჩუნებლად ყველაფერს გააკეთებს.

„ივნისში გაგრძელდა ეკონომიკური ზრდის დადებითი დინამიკა და ეკონომიკურმა ზრდამ 7.2% შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ იანვარი-ივნისის საშუალო ზრდა გამოვიდა 10.5%.

რა თქმა უნდა, ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ეს დინამიკა შევინარჩუნოთ.

მინდა, ასევე, ჩვენს ხალხს ვუთხრა, რომ მაგალითისთვის, ივნისში დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა გაიზარდა 20.4%-ით, ხოლო ახლად რეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 6 641 ერთეულს გაუტოლდა, რაც დაახლოებით 36%-ით არის მეტი გასული თვის მონაცემთან შედარებით.

ასევე, მინდა გითხრათ, რომ ექსპორტი გაიზარდა, დაახლოებით, 28%-ით და შეადგინა 448 მლნ დოლარი.

გაჯანსაღების ტენდენციები მაღალია ტურიზმის სექტორშიც. ჩვენ ამის თაობაზე ხშირად ვსაუბრობთ. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების აღდგენის დონე ივნისში იყო 88.7%, ხოლო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა შეადგინა 300 მლნ დოლარზე მეტი.

ასევე, ფულადი გზავნილების მოცულობა არის საგრძნობლად გაზრდილი და ივნისში შეადგინა 427 მლნ დოლარი. შესაბამისად, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ აღნიშნული ტენდენცია შენარჩუნდება და მაღალი ეკონომიკური ზრდა გვექნება წელს.

7 თვეში ბიზნესს დღგ-ის ზედმეტობის სახით 1 273 000 000 ლარამდე დაუბრუნდა.

ასევე, მინდა გითხრათ, რომ საკრედიტო სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი კვლავ BB სტაბილურ დონეზე შეაფასა. უნდა აღინიშნოს, რომ ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველოს BB რეიტინგის მქონე ქვეყნებთან შედარებით გააჩნია, როგორც საიმედო და ეფექტიანი პოლიტიკის ჩარჩო, ასევე, მმართველობის ღია ინდიკატორები.

საქართველოს ეკონომიკური ზრდა მოსალოდნელზე მაღალ დონეზე ფიქსირდება, რაც უკვე აღვნიშნე, რაც მთავრობის ვალის მშპ-სთან წილის სტაბილიზებას უწყობს ხელს, ხოლო მსგავსი რეიტინგის მქონე ქვეყნებთან შედარებით გააჩნია მნიშვნელოვნად მაღალი მმართველობის ინდიკატორები“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

6%-იანი ეკონომიკური ზრდა, რეფინანსირების განაკვეთი 7.5%… – როგორია G&T-ის პროგნოზები?

6%-იანი ეკონომიკური ზრდა, რეფინანსირების განაკვეთი 7.5%… – როგორია G&T-ის…

Galt & Taggart-ის ყოველთვიური ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, იანვარში საგარეო შემოდინებები (მათ შორის საქონლის ექსპორტი, ფულადი გზავნილები და ტურიზმის შემოსავლები) წლიურად 16.6%-ით გაიზარდა და…
რა ფაქტორებმა განაპირობეს მაისში 11.6%-იანი ეკონომიკური ზრდა? – განმარტება

რა ფაქტორებმა განაპირობეს მაისში 11.6%-იანი ეკონომიკური ზრდა? – განმარტება

საქართველოს ეკონომიკა მაისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11.6%-ით გაიზარდა – ამის შესახებ საქსტატის მიერ დღეს გავრცელებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი. 2022…
ეკონომიკური ზრდის წლიურ პროგნოზს მთავრობა მოგვიანებით გადახედავს – მინისტრი

ეკონომიკური ზრდის წლიურ პროგნოზს მთავრობა მოგვიანებით გადახედავს – მინისტრი

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ხელისუფლება მიმდინარე 5 თვის მაჩვენებლებიდან გამომდინარე, ეკონომიკური ზრდის წლიურ პროგნოზს (6%-ს) მოგვიანებით გადახედავს. ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა…