უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებას ვიწყებთ, – ამის შესახებ დეპუტატმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, „დელტა“ აქტიურად მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორის „დიდგორის“ შეჯავშნული მანქანების წარმოებაზეც.
„ჩვენ აქტიურად ვადევნებთ თვალს „დელტაში“ მიმდინარე პროცესებს. ის პირობა, რაც პრემიერმა დადო, ეტაპობრივად სრულდება. კერძოდ მიმდინარეობს “დიდგორის” შეჯავშნული მანქანების წარმოება, როგორც საევაკუაციო კავშირგაბმულობის, სადაზვერვო დანიშნულების და სამეთვალყურეო დანიშნულების. მიმდინარეობს საფრენი აპარატების განახლება და ნახეთ, რომ მოდერნიზაცია მოხდა როგორც რეაქტიული ავიაციის, ასევე, შვეულმფრენების ესკადრელების მიმართულებით. წვრილ შეიარაღებასთან დაკავშირებით კი მუშაობა ებრაულ კომპანიასთან ერთად მიმდინარეობს. უპილოტო საფრენი აპარატების წარმოება კი სულ მალე ჩაეშვება. ესეც იქნება ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯი. ეს არის ეტაპობრივი პროცესი და ერთიანად რა თქმა უნდა ყველა მიმართულებას “დელტა” ერთდროულად ვერ უზრუნველყოფს, იმიტომ რომ ეს არის პროცესი, რომელსაც სჭირდება კვალიფიციური კადრები, შესაბამისი ექსპერტიზა, დანადგარები და ა.შ“, – განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.
ცნობისთვის, გასულ თვეს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, რომ საქართველოში საფრენი აპარატების წარმოება წლის ბოლომდე დაიწყებოდა.
რამდენიმე თვის წინ კი მინისტრმა განაცხადა, რომ დრონების საწარმოებლად თავდაცვის სამინისტრომ პოლონურ WB Electronics-თან ერთობლივი კომპანია დააფუძნა.
ინფრასტრუქტურის მინისტრის რევაზ სოხაძის განცხადებით, თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში 18 სექტემბრიდან სასწავლო პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით განათლების სამინისტრომ, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით,…
საქართველოში მოქმედი ტაქსის კომპანია Bolt-ი 2026 წლის 18 სექტემბრიდან მგზავრობის ტარიფებს აძვირებს. Bolt-ის საიტზე წერია, რომ 18 სექტემბრიდან მგზავრობის ტარიფები ყველა კატეგორიაში…
ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან, შაიხა ნასერ ალ ნუვაისთან, რომელიც პირველი ოფიციალური…