საარსებო მინიმუმი წლიურად 31 ლარით, 247-მდე გაიზარდა

საარსებო მინიმუმი წლიურად 31 ლარით, 247-მდე გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, სექტემბერში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 247.3 ლარი შეადგინა, რაც წინა თვის მაჩვენებელზე 0.5 ლარით მეტია.

ზოგადად, საარსებო მინიმუმის ზრდა ინფლაციის მაღალ დონესთანაა დაკავშირებული, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანაში ცხოვრება ძვირდება. შეგახსენებთ, რომ სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 11.5% შეადგინა.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 31 ლარით არის გაზრდილი. 

როგორ ითვლიან საარსებო მინიმუმს? 

საქართველოში საარსებო მინიმუმს 1997 წლიდან ითვლიან. სწორედ ამ წელს მიიღო პარლამენტმა კანონი, რომელიც დღესაც მოქმედებს. კანონის მიხედვით, საარსებო მინიმუმი წარმოადგენს სოციალურ ორიენტირს, რომელიც გამოიყენება ხელფასების, პენსიების, სტიპენდიების, შემწეობებისა და სხვა სოციალური გასაცემლების მინიმალური ოდენობის განსაზღვრისათვის. შესაბამისად, მის ოდენობას, ქვეყანაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სოციალური დატვირთვა აქვს. 

საარსებო მინიმუმის გამოანგარიშება ხდება სპეციალური სასურსათო კალათის მეშვეობით, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, 2003 წლის 8 მაისს განისაზღვრა. მეტიც, საარსებო მინიმუმი მხოლოდ და მხოლოდ სურსათის ღირებულების გამომხატველი მაჩვენებელია. 

საარსებო მინიმუმში არ შედის კომუნალური ტარიფების ღირებულება, ტრანსპორტის ღირებულება და სხვა მრავალი ხარჯის ღირებულება, რომელთა გაღებაც ყველა ადამიანს უწევს. დღეს არსებული სისტემა მხოლოდ და მხოლოდ საკვების ღირებულებას ეფუძნება.

მსგავსი სიახლეები

მოქალაქეები საპენსიო დანაზოგების კერძო აქტივების მმართველ კომპანიებში გადატანას ვეღარ შეძლებენ – კანონპროექტი

მოქალაქეები საპენსიო დანაზოგების კერძო აქტივების მმართველ კომპანიებში გადატანას ვეღარ…

საქართველოს მოქალაქეები საპენსიო აქტივების დამოუკიდებელ აქტივების მმართველ კომპანიებში გადატანას ვეღარ შეძლებენ – ამას ითვალისწინებს კანონპროექტი, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ პარლამენტს წარუდგინა. საქმე…
რეგიონის ეკონომიკური მიმოხილვა

რეგიონის ეკონომიკური მიმოხილვა

დღეს კავკასიის რეგიონის ეკონომიკას და ფინანსურ მდგომარეობას მიმოვიხილავთ. ეკონომიკურად ყველაზე უცნაურ მდგომარეობაში თურქეთია, რომელიც ერთდროულად ინფლაციას, უმუშევრობას და ეროვნული ვალუტის რეკორდულ…
მარტში მშენებლობა გაძვირდა – მიზეზი

მარტში მშენებლობა გაძვირდა – მიზეზი

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის მარტში მშენებლობა გაძვირდა. კერძოდ, 2024 წლის მარტში მშენებლობის ღირებულების ინდექსი თებერვალთან შედარებით 1%-ით, წინა წლის შესაბამის თვესთან…