მოქალაქეები საპენსიო დანაზოგების კერძო აქტივების მმართველ კომპანიებში გადატანას ვეღარ შეძლებენ – კანონპროექტი

მოქალაქეები საპენსიო დანაზოგების კერძო აქტივების მმართველ კომპანიებში გადატანას ვეღარ შეძლებენ – კანონპროექტი

საქართველოს მოქალაქეები საპენსიო აქტივების დამოუკიდებელ აქტივების მმართველ კომპანიებში გადატანას ვეღარ შეძლებენ – ამას ითვალისწინებს კანონპროექტი, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ პარლამენტს წარუდგინა. საქმე ისაა, რომ 2025 წლიდან, მოქალაქეებს მიეცემოდათ შესაძლებლობა, საკუთარი საპენსიო აქტივები გადაეტანათ აქტივების კერძო მმართველ კომპანიებში, თუმცა ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებების პაკეტის მიხედვით, მოქალაქეები ამ უფლებას დაკარგავენ.

BMG-იმ ეკონომიკის სამინისტროს მიმართა კითხვით, თუ რატომ გადაწყვიტეს მოქალაქეებისთვის ეს უფლება ჩამოერთვათ, ამ კითხვაზე სამინისტროში განმარტავენ, რომ საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად, აქტივების გადატანის უფლებით ბენეფიციართა საკმაოდ მცირე ნაწილი სარგებლობს. ამასთან, ეკონომიკის სამინისტრო აღნიშნავს, რომ ამ ცვლილების გატარებისკენ საპენსიო სააგენტოს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები მოუწოდებდნენ.

“საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ მონაწილის არჩევანი საპენსიო პროდუქტთან მიმართებით ხშირად არაეფექტურია. იმ ქვეყნებში კი, მაგალითად შვედეთში სადაც აქტივების მმართველების არჩევა დაშვებულია, მობილობა კერძო აქტივების მმართველებს შორის საკმაოდ დაბალია და ერთნიშნა პროცენტებში მერყეობს. საპენსიო პროდუქტის მთავარი მიზანი ამასთან არის საუკეთესო ამონაგების გენერირება მონაწილისათვის და იმ მოცემულობაში, სადაც კანონით გაწერილია საინვესტიციო ლიმიტები, რეალურად სხვა კერძო აქტივების მმართველთან გადატანით არ შეიცვლებოდა საინვესტიციო არეალი, არამედ მხოლოდ ინსტრუმენტები ამდენად ის კონკურენტული სივრცე ამონაგებთან მიმართებით გრძელვადიანად უმნიშვნელოა და შესაძლოა, მონაწილისათვის საპენსიო პროდუქტის მიყიდვის შემთხვევაში საზიანოც იყოს.

მიუხედავად ამისა კანონით გათვალისწინებული 28-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს საინვესტიციო საქმიანობის (კონკრეტული აქტივების კლასის საინვესტიციო საქმიანობის აუთსორსინგს) შენარჩუნებულია და აღნიშნულით კერძო აქტივების მმართველების განვითარების ხელშეწყობაც საპენსიო ფონდის საშუალებით შენარჩუნებულია. აღნიშნული მუხლის ამოღების რეკომენდაციით აგრეთვე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიც მიგვითითებდნენ”, – ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განმარტებაში.

საპენსიო აქტივების მმართველი კომპანიის არჩევის შესაძლებლობის გაუქმება მხოლოდ ერთი ნაწილია იმ ცვლილებათა პაკეტში, რომელიც 16 კანონპროექტს აერთიანებს და საპენსიო სააგენტოს მართვის სტრუქტურაში, ასევე საინვესტიციო ლიმიტებში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეაქვს. ამავე კანონპროექტით, სახელი ეცვლება თავად საპენსიო სააგენტოსაც და მას საპენსიო ფონდი ეწოდება.

არსებული მდგომარეობით, საქართველოს საპენსიო სააგენტოში 1.3 მილიონი მოქალაქის 4.9 მილიარდი ლარის დანაზოგები არის განთავსებული.

 

bm.ge

მსგავსი სიახლეები

საპენსიო სააგენტოს აქტივებმა 5 მილიარდს გადააჭარბა

საპენსიო სააგენტოს აქტივებმა 5 მილიარდს გადააჭარბა

საქართველოს საპენსიო სააგენტოს ატქივებმა დღეს 5 მილიარდ ლარს გადააჭარბა. ეს თანხა წარმოადგენს 1.3 მილიონი ადამიანის საპენსიო დანაზოგს, რაც ერთ მონაწილეზე საშუალოდ…
რამდენი ადამიანი მუშაობს სებ-ში და რა არის სახელფასო ხარჯები – წლიური ანგარიში

რამდენი ადამიანი მუშაობს სებ-ში და რა არის სახელფასო ხარჯები…

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა პარლამენტს 2023 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. დოკუმენტის თანახმად, ეროვნულ ბანკში საზედამხედველო/მომხმარებელთა დაცვის მიმართულებების გაფართოების პარალელურად, იზრდება მასში დასაქმებულ…
რუსული ნავთობი ევროპაში თურქეთის გავლით ხვდება. კრემლის მოგება – $3 მლრდ – POLITICO

რუსული ნავთობი ევროპაში თურქეთის გავლით ხვდება. კრემლის მოგება –…

ახალი კვლევის თანახმად, დასავლური სანქციების შემდეგ, რუსული ნავთობი ევროკავშირის ქვეყნებში, თურქეთის გავლით, შენიღბული ტვირთის სახით ხვდება. “გასული წლის მაისში თურქეთის სამხრეთით, სირიის საზღვრიდან…