პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოზურგეთის ტექნოპარკში სტარტაპერებს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოზურგეთის ტექნოპარკში სტარტაპერებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, გურიაში რეგიონული ტურნეს ფარგლებში ოზურგეთის ტექნოპარკში იმყოფებოდა.

მთავრობის მეთაურმა ტექნოპარკი დაათვალიერა, სტარტაპერებს შეხვდა და მათი საქმიანობითა და ინოვაციური იდეებით დაინტერესდა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ ოზურგეთში ტექნოპარკი 2022 წლის იანვარშიგახსნა.

ოზურგეთის ახალ ტექნოპარკში წარმოდგენილია სამრეწველო ინოვაციების უნივერსალური ლაბორატორია (ფაბლაბი) – უახლესი დანადგარებით: მაღალი წარმადობის 3D პრინტერი, ლაზერული მჭრელი, პროგრამირებადი ჩარხი, CNC აპარატი, პლატების საბეჭდი როუტერი, 3D სკანერი და სხვა. მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებით დაკომპლექტებული ლაბორატორიული სივრცე დაეხმარება დაინტერესებულ პირებს მოდელირებასა და პროტოტიპირებაში. ამასთან, ტექნოპარკი აერთიანებს სასწავლო ცენტრს, საერთო სამუშაო სივრცეს (co-working), სტარტაპებისა და ე.წ. “ფრილანსერებისათვის,” სადაც შესაძლებელია, გარკვეული პირობებით, სამუშაო ადგილის მიღება, საკუთარი იდეის თუ სტარტაპის გასავითარებლად.

 

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ოქტომბერში ბიზნესის ინფლაციური მოლოდინები შემცირდა – სებ-ი

ოქტომბერში ბიზნესის ინფლაციური მოლოდინები შემცირდა – სებ-ი

2026 წლის ოქტომბერში ბიზნესსექტორში ერთწლიანი და სამწლიანი ინფლაციური მოლოდინები შემცირდა, თუმცა ხელფასების ზრდის მოლოდინი გაიზარდა. ამასთან, კომპანიების ნაწილი მომდევნო ერთი წლის…
მარიამ ქვრივიშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა

მარიამ ქვრივიშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.…
ინფლაციის მთავარი მდგენელი საგარეო შოკია – ნათია თურნავა

ინფლაციის მთავარი მდგენელი საგარეო შოკია – ნათია თურნავა

ინფლაციის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი საგარეო შოკებია, რომლებზეც საქართველოს ეროვნული ბანკი პირდაპირ გავლენას ვერ ახდენს, თუმცა მონეტარული პოლიტიკის მთავარი ამოცანაა, მათი…