სავალუტო შემოდინებების მიუხედავად, ლარის გამყარება ჩვენს პროგნოზს აჭარბებს – TBC Capital

TBC Capital-ის მთავარი ეკონომისტის შეფასებით, სავალუტო შემოდინებების მიუხედავად, ლარის გამყარების მაჩვენებელი პროგნოზს აჭარბებს.

 

“მარტის სამომხმარებლო ფასების ინდექსის დეტალური ჩაშლა აჩვენებს, რომ არა მხოლოდ ჯამური ინფლაცია შემცირდა, არამედ სახეზეა მომსახურებისა და მთლიანობაში ადგილობრივი ინფლაციის კლებაც. უფრო მეტიც, ყოველთვიურ ჭრილში, ეს ინდიკატორი, რომელსაც სებ-ი უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს, უკვე 3%-იან სამიზნეზეა. ასევე, შემცირდა ინფლაციის სხვა, უფრო ანალიტიკური მაჩვენებლებიც.

მიუხედავად ამისა, ვფიქრობთ, რომ მაისის მონეტარული კომიტეტის სხდომაზე განაკვეთის შემცირება, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ გარანტირებული არაა, რადგანაც შესაძლოა, სებ-ის აზრით, საჭირო გახდეს არსებული დინამიკის გაგრძელების კიდევ უფრო მეტი მტკიცებულება. თუმცა, ჩვენი აზრით, ადგილობრივი კომპონენტის მხრივაც, ინფლაციის შემცირება აშკარაა. თავის მხრივ, ეს ლარის დამატებით გამყარების საწინააღმდეგო არგუმენტიცაა. უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად ძლიერი სავალუტო შემოდინებებისა, მართალია მხოლოდ გარკვეულწილად, მაგრამ ლარის არსებული გამყარებაც ჩვენს მოლოდინებს აღემატება.

სავალუტო შემოდინებების კუთხით, საყურადღებოა, რომ ბოლო პერიოდში რუსეთის წილი გაიზარდა, თუმცა ასევე მზარდია სხვა ქვეყნებიდან მიღებული სავალუტო ნაკადებიც. ამასთან, აღრიცხვის კუთხით აღსანიშნავია, რომ მიგრანტების გარკვეული ნაწილი, მათთვის რეზიდენტის სტატუსის მინიჭების გამო, ტურისტულ სექტორში აღარ შედის. თუმცა, ჩვენი შეფასებით, ასეთი კატეგორიის წილი შედარებით მცირეა. უფრო მეტიც, თიბისის 2022 წლის დეკემბრის გამოკითხვის თანახმად, მიგრანტების ნახევარზე მეტი შემოსავლებს რუსეთიდან არ იღებს. ასევე, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოში დარჩენას საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში განიხილავს. ექსპორტის მხრივ, ასევე უნდა აღინიშნოს, რომ კატეგორიების ანგარიშგასაწევი ნაწილი სასაქონლო პროდუქტებია, რომელთა ექსპორტიც უფრო საერთაშორისო ფასებზეა დამოკიდებული, ვიდრე კონკრეტულ ბაზარზე არსებულ ცნობადობასა და მოთხოვნაზე. ისევე როგორც, გასათვალისწინებელია, რომ რეექსპორტის ისეთ პროდუქტებში, როგორიცაა ავტომობილები, ადგილობრივი დამატებული ღირებულების წილი მცირეა. იმპორტის კუთხით, სხვა ბაზრებზე გადართვის საჭიროების შემთხვევაში, თავისთავად მთავარი კითხვა ფასი უფროა, ვიდრე ხელმისაწვდომობა”, – აღნიშნულია TBC Capital-ის ანგარიშში.

მსგავსი სიახლეები

მაისში ფულადი გზავნილები $340 მილიონამდე გადმოირიცხა – ყველაზე მეტი თანხა აშშ-დან გადმოიგზავნა

მაისში ფულადი გზავნილები $340 მილიონამდე გადმოირიცხა – ყველაზე მეტი…

2026 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 340 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7%-ით…
ირაკლი კობახიძემ სერბეთის პრეზიდენტს უმასპინძლა

ირაკლი კობახიძემ სერბეთის პრეზიდენტს უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ალექსანდრ ვუჩიჩს, რომელიც მეუღლესა და სამთავრობო დელეგაციასთან ერთად თბილისს დღეს ეწვია.…
მაისში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა წლიურად 7.1%-ით გაიზარდა – სებ

მაისში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა წლიურად 7.1%-ით გაიზარდა…

2026 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 339.85 მლნ აშშ დოლარი (911.0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 7.1% ით (22.4 მლნ…