აღმაშენებლის გამზირზე 50-მდე კაფეს უნებართვო კონსტრუქციის დემონტაჟი განხორციელდა – კალაძე

აღმაშენებლის გამზირზე 50-მდე კაფეს უნებართვო კონსტრუქციის დემონტაჟი განხორციელდა – კალაძე

აღმაშენებლის გამზირზე არსებული 50-მდე კაფეს უნებართვო კონსტრუქციის დემონტაჟი განხორციელდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, 14 კაფეს აქვს მოქმედი საიჯარო ხელშეკრულება, ხოლო შვიდ ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოსგან კანონით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე თანხმობა აქვს მიღებული.

„აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ღია კაფეების მეპატრონეებს დაკავებული ტერიტორიის გათავისუფლება და მოწესრიგება დავავალეთ, რისთვისაც გონივრული ვადაც მივეცით. როგორც გახსოვთ, მათ პანდემიის პერიოდში, გამომდინარე იქიდან, რომ დახურულ სივრცეში მეტი იყო ვირუსის გავრცელების რისკი, უფლება მივეცით, მაგიდები გარე ტერიტორიაზე განეთავსებინათ, თუმცა სარისკო პერიოდმა გადაიარა და დროა, ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილი ტერიტორია მოწესრიგდეს. გამზირზე არსებული ვითარება სახანძრო თუ სასწრაფო დახმარების მანქანებს გადაადგილებაში უშლიდა ხელს, რაც ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერმა სხდომაზე წარადგინა ფოტომასალა, როგორ გამოიყურებოდა აღნიშნული სივრცე დემონტაჟამდე და ამჟამად რა მდგომარეობაა ტერიტორიაზე.

„მუნიციპალიტეტისგან შესაბამის ნებართვას ყველა მოქმედი ობიექტი მიიღებს, თუ დააკმაყოფილებენ კანონით დადგენილ კრიტერიუმებს. კერძოდ, ღია საკვები ობიექტის დიზაინი უნდა იყოს სადა და ისტორიული თბილისის იერსახის შესაფერისი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები

მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თელავის მუნიციპალიტეტისთვის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ 500 000 ლარი გამოიყო

მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თელავის მუნიციპალიტეტისთვის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ 500…

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით თელავის მუნიციპალიტეტისთვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხები გამოიყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური…
როგორი იქნება უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 აგვისტოდან?

როგორი იქნება უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 აგვისტოდან?

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 18 აგვისტოდან ერთი აშშ დოლარი – 2.6152, ევრო – 3.0315, ბრიტანული გირვანქა…
ნიკოლოზ სამხარაძე კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დელეგაციას შეხვდა

ნიკოლოზ სამხარაძე კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დელეგაციას შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას საქართველოსა და კორეას…