პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესს ოფიციალური თხოვნით მიმართა, რომელიც უკრაინის, ისრაელის და ტაივანის დასახმარებლად 105 მილიარდი დოლარის გამოყოფას მოიცავს.
ბიუჯეტის პირველადი პროექტის თანახმად, უკრაინის დახმარებაზე 61 მილიარდი დოლარი უნდა გამოიყოს; ისრაელის მხარდასაჭერად 14.3 მილიარდი დოლარია გათვალისწინებული; ტაივანის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად კი ამერიკის პრეზიდენტი დამატებით $2 მილიარდს ითხოვს.
გარდა ამისა, ფედერალური ბიუჯეტიდან დამატებით 9 მილიარდი დოლარი უნდა გამოიყოს მსოფლიოს მასშტაბით ჰუმანიტარული დახმარების გაწევაზე. დარჩენილ თანხას ბაიდენი აშშ-ის სასაზღვრო რეჟიმის გასაძლიერებლად და ეროვნული პროექტების განსახორციელებლად მოითხოვს.
“დღეს მივიღეთ ოფიციალური წერილი უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპული რეესტრისგან, რომლის თანახმად საქართველოს აღუდგა EQAR-ის რეგისტრაცია. ეს არის ის…
ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე ვერ ამბობს როდის მიაღწევს უნივერსიტეტების ლექტორების ანაზღაურება 10 ათას ლარს, თუმცა ამბობს, რომ ხელფასის ზრდა ეტაპობრივად…
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი ვერსია განიხილა. ბიუჯეტის პროექტი სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა…