საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, 2023 წლის ივნისში იურიდიულ პირებზე გაცემული ახალი სესხების ნაკადმა 2.66 მილიარდი ლარი შეადგინა, მათ შორის ყველაზე დიდი მოცულობის – 1.06 მილიარდი ლარის სესხები ვაჭრობის სექტორში გაიცა. ამის მიზეზია, ის რომ ვაჭრობა საქართველოს ეკონომიკის ყველაზე მსხვილი დარგია და მსხვილი სავაჭრო ოპერაციები მუდმივად საჭიროებენ საკრედიტო დაფინანსებას.
მეორე ადგილზე 418 მილიონი ლარით არის სამშენებლო სექტორი, ხოლო მესამე პოზიციას 351 მილიონი ლარის სესხებით მრეწველობის დარგი იკავებს.
სებ-ის სტატისტიკაში აღნიშნული არაა ამ კრედიტების დანიშნულება, შესაბამისად ის სავარაუდოდ როგორც ახალი ოპერაციების დაფინანსებაზე, წარსულში აღებული ვალდებულებების რეფინანსებასა და კომპანიების კაპიტალის გაძლიერებაზე მიიმართა.
ეკონომიკის სექტორები საბანკო დაკრედიტების ნაკადების მიხედვით, 2023 წლის ივნისის მდგომარეობით:
ვაჭრობის სექტორი – 1.06 მილიარდი ლარი;
მშენებლობა – 418 მილიონი ლარი;
მრეწველობა – 351 მილიონი ლარი;
ფინანსური შუამავლობა – 283 მილიონი ლარი;
ოპერაციები უძრავი ქონებით – 168 მილიონი ლარი;
სოფლის მეურნეობა – 126 მილიონი ლარი;
სასტუმროები და რესტორნები – 80 მილიონი ლარი;
ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა – 72 მილიონი ლარი;
ჯანდაცვა – 44 მილიონი ლარი;
მომსახურება (აერთიანებს სხვადასხვა სფეროს) – 36 მილიონი ლარი;
განათლება – 20.9 მილიონი ლარი.
შესაბამისად, როგორც ანგარიშიდან ჩანს, საბანკო კრედიტები ყველაზე მცირე მოცულობით განათლების სფეროზე გაიცა, სავარაუდოდ ამის მიზეზია ის ფაქტი, რომ ამ სექტორში მოღვაწე ოპერატორების (სკოლების, უნივერსიტეტების და პროფსასწავლებლების) დაფინანსების მთავარი წყარო სახელმწიფო ბიუჯეტი და უშუალოდ მომხმარებელთა მიერ გადახდილი თანხებია, ხოლო საბანკო კრედიტებით გაფართოება ოპერატორების წამყვან პრიორიტეტს არ წარმოადგენს.
მთლიანობაში, 2023 წლის ივნისში საქართველოში საბანკო დაკრედიტება 13.5%-ით გაიზარდა. დაკრედიტების ზრდაში ბიზნესსესხების წილმა 7.4 პროცენტული პუნქტის წვლილი შეასრულა.
საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებში მონეტარული ოქროს წილი იზრდება. პორტფელის ზრდა ივნისსა და ოქტომბერში დამატებით 500 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ოქროს…
სტრატეგიული ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება და ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო განვითარდეს. ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც განვაგრძობთ საქართველოსთან მეგობრობას, პარტნიორობას და თანამშრომლობას, –…
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს შეხვდა, რომელიც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დელეგაციასთან ერთად ეწვია. ირაკლი კობახიძის პრესსამსახურის…