ბირჟაზე ნავთობის ფასი მკვეთრად გაიზარდა

ბირჟაზე ნავთობის ფასი მკვეთრად გაიზარდა

საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე აღმასვლის ტენდენცია გრძელდება. ერთთვიან ჭრილში ბარელი ნავთობის ფასი საშუალოდ 9%-ითაა გაზრდილი და ამჟამად Brent-ის ფასი 93 დოლარს აღწევს, WTI-ს ფასი კი 89 დოლარის ფარგლებშია.

რაც შეეხება რუსულ ნავთობს, ბარელი Urals-ის ფასი 78 დოლარის ფარგლებში მერყეობს, რაც ერთ თვეში 7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

ამ ტენდენციის ფონზე, Goldman Sachs-მა უახლეს პროგნოზი გაავრცელა, რომლის თანახმად, მიმდინარე წლის ბოლომდე, სავარაუდოდ, ბარელი ნავთობის ფასი 110 დოლარს მიაღწევს, ანუ Brent-ის ღირებულება დამატებით 20%-ით გაიზრდება. ამის მიზეზად ანალიტიკოსები რუსეთის ფედერაციის, საუდის არაბეთისა და OPEC-ის წევრი სახელმწიფოების მიერ გატარებულ პოლიტიკას ასახელებენ.

მოგეხსენებათ, საუდის არაბეთმა გლობალურ ბაზარს ნავთობის მიწოდება დაახლოებით მილიონი ბარელით შეუმცირა, რუსეთმა კი წარმოების მაჩვენებელი ნახევარი მილიონი ბარელით დააკორექტირა. წლის ბოლომდე მოსალოდნელია, რომ საუდის არაბეთი ნავთობის მიწოდებას კიდევ უფრო მეტად შეამცირებს, რაც ბაზარზე დეფიციტს გამოიწვევს.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ გაძვირებული ენერგორესურსები ყველაზე ხელსაყრელი სწორედ საუდის არაბეთისთვისაა, რომელმაც გასულ წელს რეკორდული შემოსავლები მიიღო. სახელმწიფო კომპანია Saudi Aramco-მ 2022 წელს 161 მილიარდი დოლარის წმინდა მოგება მიიღო, რაც კაცობრიობის ისტორიაში დაფიქსირებული უმაღლესი მაჩვენებელია.

მსგავსი სიახლეები

ირაკლი კობახიძის განცხადებით, უნივერსიტეტების რეფორმის ფარგლებში, თსუ-ს პირველ და მეორე კორპუსებს ცვლილებები არ შეეხება

ირაკლი კობახიძის განცხადებით, უნივერსიტეტების რეფორმის ფარგლებში, თსუ-ს პირველ და…

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, უნივერსიტეტების რეფორმის ფარგლებში, ის შენობები, რომლებსაც სასწავლებლებისთვის „განმსაზღვრელი მნიშვნელობა“ აქვთ, აკადემიური დატვირთვით შენარჩუნდება. კობახიძემ განმარტა, რომ თბილისის…
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება თსუ-სთან – ირაკლი კობახიძე

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება თსუ-სთან – ირაკლი კობახიძე

“მთავრობამ თსუ-სა და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების გადაწყვეტილება შეცვალა”, – ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ სტუ-ს პროფესორ-მასწავლებლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ამ მიზნით…
იანვარში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი $325 მლნ-მდე გაიზარდა –  Galt & Taggart

იანვარში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი $325 მლნ-მდე გაიზარდა – Galt…

2026 წლის იანვარში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 13.4%-ით გაიზარდა და 325 მლნ აშშ დოლარი შეადგინა – ასეთია Galt & Taggart-ის შეფასება,…