სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია აცხადებს, რომ ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედებასთან დაკავშირებით შიდა რისკები პრაქტიკულად არ არსებობს, ხოლო გარე რისკები კი რჩება. ასე უპასუხა ნარმანიამ BMG-ის მიერ დასმულ კითხვას, თუ როგორი მოლოდინი აქვს არაერთხელ გადადებულ ბირჟის გახსნასთან დაკავშირებით.
„ბირჟის ამოქმედებასთან დაკავშირებით შიდა რისკები პრაქტიკულად არ არსებობს. გარე რისკები კი რჩება – ეს არის საომარი მოქმედებები მეზობლებში და ენერგეტიკულ რესურსებზე მაღალი ფასები. საბოლოო ჯამში, სამინისტროს გადასაწყვეტია, მიიღებს თუ არა ბაზრის გახსნის გადაწყვეტილებას. სისტემა მზად არის, ბაზრის მონაწილეები მზად არიან ამისთვის, დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
საქართველოში ენერგეტიკული ბირჟას სრულფასოვანი ფუნქციონირება ჯერ კიდევ 2021 წლის 1 ივლისს უნდა დაეწყო, თუმცა მისი გახსნა 6-ჯერ გადავადდა. დღით ადრე ბაზრის, საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრისა და დღიური ბაზრის გაშვება ამჯერად 2024 წლის 1 ივლისს არის დაგეგმილი. ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით, გადავადების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზეზი რეგიონში არსებული გამოწვევებია.
7 თვეში ღვინის ხარისხის კონტროლის ფარგლებში 200-მდე კომპანია და ობიექტი შემოწმდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ინსპექტირება საქართველოში წარმოებული ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის…
7 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6210 ლარი გახდა.…
პეკინის გამზირის N37-ის მიმდებარედ კომპანია „ჯორჯიან უეთერ ენდ ფაუერის“ მიერ წყალმომარაგების ქსელზე დაგეგმილი გადაუდებელი სამუშაოების გამო, 8 აგვისტოს 00:30 საათიდან 22:00…