ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატის ლევან დავითაშვილის განცხადებით, პრივატიზების პროგრამა იმ მაქსიმალური ტემპებით მიმდინარეობს, რომლის ათვისებაც კერძო სექტორს შეუძლია. ამის შესახებ მან პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე გამოსვლისას დეპუტატების კითხვების საპასუხოდ განაცხადა, რომელიც სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროგრამის ტემპების დაჩქარებას შეეხებოდა.
ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, 2019-2023 წლებში სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროგრამით „100 ქონება ბიზნესს“ ბიზნესიდან 0.5 მლრდ ლარზე მეტის მობილიზება მოხდა, ასევე გასულ წელი ძალიან აქტიური იყო და 2 723 აუქციონი ჩატარდა და დაახლოებით 300 მლნ ლარის მობილიზება მოხდა, რაც 100%-ით მეტით შესრულდა გეგმა.
„ეს იმ ტემპის მაქსიმუმია, რომლის ათვისება ჩვენს კერძო სექტორს შეუძლია. იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ამ შესაძლებლობის მიღმა სახელმწიფო ქონების უპასუხისმგებლო განკარგვას მოვახდენთ, ეს ეკონომიკის ინტერესებისთვის ვერ იქნება გამოყენებული და სახელმწიფო ქონებაზე ისეთი ინვესტიციები ვერ განხორციელდება, რომელიც ეკონომიკურ ზრდას შეუწყობს ხელს.
იგივე უკავშირდება წიაღისეული რესურსების უფასოდ დარიგებას, ყველა იმ ადამიანისთვის ვისაც კონკრეტული მიწის ნაკვეთი გააჩნია. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ბუნებრივი რესურსები პასუხისმგებლობით უნდა განიკარგოს. ამ რესურსზე პრეტენზიის მქონე ინვესტორს იმის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, რომ ამ რესურსს გამოიყენებს მდგრადად, სწორად, გარემოსდაცვითი პირობების გათვალისწინებით და ასევე შესაბამის ინვესტიციებს“, – განაცხადა დავითაშვილმა.
არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირების ნაცვლად, მხარდაჭერა მიმართულია თანამედროვე ბაღების გაშენებისა და ხარისხიანი პროდუქციის წარმოებისკენ – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის…
გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და “კრიოსფეროს ფონდს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმების მთავარი მიზანი საქართველოს საერთაშორისო ანტარქტიდულ და კრიოსფერულ სამეცნიერო საქმიანობაში ჩართვა…
„28 საჯარო სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია და მოსწავლეები მალე ახალ სასწავლო წელს განახლებულ გარემოში დაიწყებენ. წლის ბოლომდე კი კიდევ 25 სკოლის…