რეფორმირებულ “საპარტნიორო ფონდს”, ანუ “საქართველოს განვითარების ფონდს” ახალი მენეჯმენტი ჰყავს. დირექტორის პოსტი დატოვა დავით საგანელიძემ, რომელმაც ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე გადაინაცვლა. კომპანიის დირექტორად კი ბესიკ ბუგიანიშვილი დაინიშნა, რომელიც ამ დრომდე “მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის” დირექტორი იყო.
ფონდის საბჭოს ახალი წევრები არიან:
ავთანდილ სილაგაძე, რომელიც 2014 წლიდან დღემდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკისა და ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორიის კათედრის ხელმძღვანელია. სილაგაძე 2004-2008 წლებში დეპუტატის პოსტს, 1998-2002 წლებში კი კონტროლის პალატის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა. 2013 წლიდან ის მეცნიერებათა აკადემიის წევრია.
მერაბ კაკულია, რომელიც 2020 წლიდან “საპარტნიორო ფონდის” რისკების მართვისა და ანალიტიკური სამსახურის უფროსის პოსტს იკავებს. ამავდროულად, 2010 წლიდან ხელმძღვანელობს GIPA-ს ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამას. ბიოგრაფიის მიხედვით, მერაბ კაკულია 2023 წლის იანვრიდან არის ციფრული ბანკის ლიცენზიის მაძიებლის, “ჰეშ”-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. მერაბ კაკულია 1993-2005 წლებში სებ-ის ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა.
ნანა ადეიშვილი, რომელიც 2022 წლიდან EBRD-ის თბილისის ავტობუსების რეფორმის პროექტის ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილის პოსტს იკავებს. 2020-2022 წლებში ის EBRD-ის პროექტ “მომავლის ქალაქები-მომავლის ქალების” ეროვნული პროგრამის მენეჯერი იყო. 2020-2021 GIZ-ის ეკონომიკური კლასტერის პროგრამის ექსპერტის პოსტს იკავებდა; 2016-2019 წლებში კი ADB-ის პროგრამა მომავლის ქალაქების მეტროს რეკონსტრუქციის პროექტის ეროვნული პროგრამის მენეჯერის პოსტს იკავებდა.
“საქართველოს განვითარების ფონდის” პრესსამსახურში BMG-ის განუცხადეს, რომ ჯერჯერობით არ არის განსაზღვრული, თუ რა იქნება სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა თანამდებობრივი სარგო.
კითხვაზე თუ ვინ შეარჩია აღნიშნული წევრები საბჭოში, ფონდის პრესსამსახურში პასუხს ჯერჯერობით არ იძლევიან. ასევე უცნობია სულ რამდენი კანდიდატი მონაწილეობდა გასაუბრებების პროცესში.
არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირების ნაცვლად, მხარდაჭერა მიმართულია თანამედროვე ბაღების გაშენებისა და ხარისხიანი პროდუქციის წარმოებისკენ – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის…
გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და “კრიოსფეროს ფონდს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმების მთავარი მიზანი საქართველოს საერთაშორისო ანტარქტიდულ და კრიოსფერულ სამეცნიერო საქმიანობაში ჩართვა…
„28 საჯარო სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია და მოსწავლეები მალე ახალ სასწავლო წელს განახლებულ გარემოში დაიწყებენ. წლის ბოლომდე კი კიდევ 25 სკოლის…