ვინ დაესწრება საქართველოს მთავრობიდან კატარის ეკონომიკურ ფორუმს?

ვინ დაესწრება საქართველოს მთავრობიდან კატარის ეკონომიკურ ფორუმს?

20-22 ივნისს ქალაქ დოჰაში დაგეგმილ კატარის ეკონომიკურ ფორუმს, საქართველოს მთავრობის წევრებიც დაესწრებიან.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფორუმზე დასასწრებად საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, დღეს გაემგზავრა.

მათივე ცნობით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კატარის ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.

„დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის ორმხრივი, მაღალი დონის შეხვედრები. ვიზიტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა შესაბამის პანელურ დისკუსიაზე“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

რაც შეეხება იმას – ვინ დაესწრება კატარის ეკონომიკურ ფორუმს საქართველოს მთავრობიდან, დელეგაციის შემადგენლობა ასე გამოიყურება: საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, იმყოფებიან ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.

მსგავსი სიახლეები

მთავრობა შტატგარეშე მოხელეთა ლიმიტის 15%-მდე ზრდას გეგმავს- კანონპროექტი

მთავრობა შტატგარეშე მოხელეთა ლიმიტის 15%-მდე ზრდას გეგმავს- კანონპროექტი

საქართველოს მთავრობა შტატგარეშე მოხელეთა ლიმიტის ამჟამად არსებული 10%-დან 15%-მდე ზრდას გეგმავს – ამას ითვალისწინებს მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი. დოკუმენტის თანახმად,…
მთავრობამ მუნიციპალიტეტებში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის თანხა ₾27.5 მლნ-მდე გაზარდა

მთავრობამ მუნიციპალიტეტებში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის თანხა ₾27.5 მლნ-მდე გაზარდა

მთავრობამ 2026 წლის ბიუჯეტიდან სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის გამოსაყოფი თანხის მოცულობა 1 096 900 ლარით 27 531 700 ლარამდე, მუნიციპალიტეტების ჩამონათვალი კი…
მთავრობის გადაწყვეტილებით შეიქმნა ცენტრალური შემსყიდველი ორგანო, რომელიც ცალკეული საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას უზრუნველყოფს

მთავრობის გადაწყვეტილებით შეიქმნა ცენტრალური შემსყიდველი ორგანო, რომელიც ცალკეული საქონლისა…

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით და ეფექტიანობის დეპარტამენტის ჩართულობით შეიქმნა ცენტრალური შემსყიდველი ორგანო, რომელიც 2026 წლიდან დამოუკიდებლად უზრუნველყოფს ცალკეული საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო…