თბილისის მეტროს მოძრავი შემადგენლობის განახლებას, რაც 97 ვაგონის (22 მატარებელი) შესყიდვას გულისხმობს “აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი” (AIIB) დააფინანსებს.
საქართველოს მთავრობის 8 აპრილის განკარგულებით, თბილისის სატრანსპორტო კომპანია თბილისის მეტროსთვის 205 მილიონი ევროს ღირებულების 97 ვაგონს “აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის” (AIIB) პროცედურებით შეისყიდის. აღსანიშნავია, რომ ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს მთავრობის 5 მარტის განკარგულება, რომელიც საერთაშორისო ტენდერის გამოცხადებას “მსოფლიო ბანკის” შესყიდვების პროცედურების შესაბამისად ითვალისწინებდა.
BMG დაინტერესდა, რა გახდა ცვლილების მიზეზი. როგორც თბილისის მერიაში განმარტავენ, AIIB-მა გამოხატა მზაობა, დააფინანსოს პროექტი.
“შეიცვალა მხოლოდ შესყიდვის წესი, მსოფლიო ბანკის შესყიდვის წესის ნაცვლად გამოყენებული იქნება აზიის ინვესტიციების და ინფრასტრუქტურის ბანკის შესყიდვის წესი, ვინაიდან სწორედ ამ ბანკმა გამოხატა სურვილი და მზაობა დააფინანსოს პროექტი”,- უთხრეს BMG-ს თბილისის მერიაში.
რაც შეეხება საკითხს, თუ ჯამური თანხიდან რა ნაწილია სესხი და რა თანხა იქნება საბიუჯეტო სახსრები, თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში BMG-სთან განმარტავენ, რომ შესყიდვის ჯამური ღირებულება – 205 მილიონი ევრო საორიენტაციო თანხაა და დამატებითი დეტალები ტენდერის გამოცხადებისას გახდება ცნობილი.
2026 წლის პირველ ნახევარში საშუალო დატვირთულობა დიდ ბრენდულ სასტუმროებში წლიურად 4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 58% შეადგინა. ამის შესახებ TBC Capital-ის…
9 აგვისტოს საქართველოს აეროპორტებში ერთ დღეში 306 ჩამოფრენა და გაფრენა დაფიქსირდა, რაც ახალი ისტორიული მაქსიმუმია. ამის შესახებ ინფორმაცია ევროპის საჰაერო ნავიგაციის…
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეგიონული უნივერსიტეტების რექტორთა კონფერენცია გაიმართა. ინფორმაციას…