იანვარში რუმინეთში ექსპორტი 11 361%-ით, საბერძნეთში 1 340%-ით გაიზარდა – შეცვლილია ექსპორტის სტრუქტურაც

იანვარში რუმინეთში ექსპორტი 11 361%-ით, საბერძნეთში 1 340%-ით გაიზარდა – შეცვლილია ექსპორტის სტრუქტურაც

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2024 წლის იანვარში საგარეო ვაჭრობის მონაცემები გამოაქვეყნა. უწყების ცნობით, საქართველოდან საქონლის ექსპორტი 338 მილიონ 600 ათას დოლარამდე შემცირდა, კლება 26.2%-ია.

ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 46.7% შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 38.9%-ითაა შემცირებული და 158.2 მლნ დოლარს
გაუტოლდა.

ტრადიციულ ბაზრებთან ვაჭრობის შემცირების პარალელურად, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ადგილობრივი ექსპორტი 2 მიმართულებით, რუმინეთთან და საბერძნეთთან მკვეთრად გაიზარდა.

2024 წლის პირველ თვეს, რუმინეთთან 11 361% ზრდა დაფიქსირდა, საბერძნეთთან კი, 1 340%-ით. თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ აქამდე ამ ორ ქვეყანასთან ვაჭრობის მაჩვენებლები ძალიან მცირე იყო, წელს კი, რუმინეთთან 3.9 მლნ აშშ დოლარს, საბერძნეთთან კი, 5.09 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.

რუმინეთში ექსპორტირებული 3.9 მლნ დოლარიდან აზოტოვან სასუქებზე $3.8 მილიონი მოდის, რამაც ექსპორტის ნახტომისებური ზრდა განაპირობა. ადგილობრივი ექსპორტიდან საქართველომ რუმინეთში სულ 4 დასახელების საქონელი გაყიდა, არც ერთი, გასულ წელს ჩამონათვალში არ იყო. წელს კი, ექსპორტზე აღარ გასულა მინერალური და მტკნარი წყლები, ავეჯი და და ტკბილი გაზირებული წყლები.

რუმინეთში საექსპორტო პროდუქცია კი, ასე გამოიყურება:

  • სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი – $3.8 მლნ; გასულ წელს მაჩვენებელი ნულოვანი იყო.
  • ბოსტნეული სხვა, ახალი ან შეყინული – $34.5 ათასი;
  • საქონელი ატრაქციონებისათვის, სამაგიდო ან ოთახის თამაშობანი – $10.9 ათასი
  • ტომრები და პაკეტები შესაფუთი – $520

რაც შეეხება საბერძნეთს, საექსპორტო პროდუქციის ჩამონათვალი ასეთია:

  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები – $4.3 მლნ;
  • ფანერა დაწებებული, პანელები ხის დაფანერებული და ანალოგიური მასალები შერეული მერქნისაგან – $417 ათასი;
  • თამბაქოს ნედლეული; თამბაქოს ნარჩენები – $63.9 ათასი;
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები – $32.7 ათასი;
  • ხილისა და ბოსტნეულის წვენები – $29.3 ათასი;
  • კოლგოტები, მაღალყელიანი წინდები და სხვა წინდის ნაწარმი – $8.1 ათასი.

ამ შემთხვევაშიც, გასულ წელს არც ერთი საექსპორტო პროდუქტი ჩამონათვალში არ იყო.

მსგავსი სიახლეები

ლენტეხის მუნიციპალიტეტში 22-მეგავატიანი “ცხენისწყალი 1 ჰესის” მშენებლობა წელს დაიწყება

ლენტეხის მუნიციპალიტეტში 22-მეგავატიანი “ცხენისწყალი 1 ჰესის” მშენებლობა წელს დაიწყება

ლენტეხის მუნიციპალიტეტში, მდინარე ცხენისწყალზე 22 მგვტ დადგმული სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის – “ცხენისწყალი 1 ჰესის” მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება. როგორც პროექტის განმახორციელებელი კომპანიის –…
რა უნდა იყოს დეველოპერულ სექტორში პროექტების დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრუქტურა – TBC Capital-ის პუბლიკაცია

რა უნდა იყოს დეველოპერულ სექტორში პროექტების დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო…

თიბისი კაპიტალმა გაცვლითი კურსის ბიზნეს-ეკონომიკის სერიიდან პირველი პუბლიკაცია გამოაქვეყნა, რომელიც ძირითადად საცხოვრებელი უძრავი ქონების სექტორში პროექტების დაფინანსების ოპტიმალური სტრუქტურის გაანგარიშებას ეხება. სხვადასხვა ქვეყნის…
საქართველოში ჩინური ავტომობილების იმპორტი გაორმაგდა

საქართველოში ჩინური ავტომობილების იმპორტი გაორმაგდა

2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოში ჩინეთიდან ავტომობილების იმპორტი გაორმაგდა – აღნიშნულ პერიოდში საქართველოში სულ $22 მილიონი დოლარის ღირებულების ავტომობილების იმპორტი განხორციელდა,…