კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ „WISHLIST”-თან პირობითი ვალდებულების შეთანხმება გააფორმა

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ „WISHLIST”-თან პირობითი ვალდებულების შეთანხმება გააფორმა

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, მომხმარებლის სასარგებლოდ, მოვაჭრე „WISHLIST”-თან (შპს „ონლაინ მოლი“) პირობითი ვალდებულებების აღების შესახებ შეთანხმება გააფორმა. ინფორმაციას თავად სააგენტო ავრცელებს. 

კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად, სააგენტოსა და მოვაჭრეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, კომპანიამ აიღო ვალდებულება შემდეგი ღონისძიებები განახორციელოს:

კომპანიის შიდა პოლიტიკა შეცვალოს, კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინოს, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში მის მიერ კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად უფლებები დაერღვათ;

ხელშეკრულების დადებამდე მომხმარებელს მკაფიოდ, გარკვევით და სრულყოფილად მიაწოდოს კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია. მათ შორის, ყველა იმ მოვაჭრის შესახებ ინფორმაცია, ვისი საქონელიც მის სავაჭრო ობიექტებში, ადგილზე და www.wishlist.ge-ს პლათფორმაზე იყიდება;

უზრუნველყოს სარეალიზაციო ვებგვერდზე/სოციალურ ქსელებსა და ადგილზე  განთავსებულ საქონელსა და მომსახურებაზე გასაყიდი ფასის მკაფიო და გასაგები ფორმით მითითება;

მკაფიოდ ჩამოაყალიბოს საგარანტიო პირობები;

შეიმუშაოს და ვებგვერდზე განათავსოს შეძენილი საქონლის დაბრუნების ფორმა, დისტანციურ ხელშეკრულებაზე უარის თქმის პირობები და მისი მომხმარებლისათვის გაცნობის წესი.

გაფორმებული პირობითი ვალდებულების შესაბამისად, 3 თვის ვადაში, სააგენტოს ვალდებულებების შესრულების მტკიცებულებები წარუდგინოს.

მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 2022 წლის ნოემბრიდან – 2023 წლის ივლისის ჩათვლით, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში 317 განაცხადი დაფიქსირდა, საიდანაც 190 განცხადებაზე საქმის შესწავლა დაიწყო. 9 თვის განმავლობაში, კონკურენციის სააგენტომ – მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 93 საქმეზე – 56 შეთანხმება გააფორმა. 50 საქმეზე გაფორმებულ 30 პირობით ვალდებულებასთან დაკავშირებით საკითხი სრულად ამოწურულია. ამავე პერიოდში, დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 18 დარღვევის ფაქტი – 32 საქმეზე, ხოლო 4 შემთხვევაში დარღვევა არ დადასტურდა. სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების არშესრულების გამო 3 მოვაჭრეს, 12 საქმეზე  ჯარიმა დაეკისრა.

მსგავსი სიახლეები

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6789 ლარი გახდა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6789 ლარი გახდა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6789 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6789…
S&P Global Ratings-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს საბანკო სექტორის რეგულირება და ზედამხედველობა რეგიონში მოწინავეა – სებ

S&P Global Ratings-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს საბანკო სექტორის რეგულირება…

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ, S&P Global Ratings-მა საბანკო სექტორის რისკის შეფასების მორიგი განახლება გამოაქვეყნა. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დოკუმენტში მიმოხილულია ცენტრალური აზიისა…
იანვარში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 16.6%-ით გაიზარდა და 282.64 მლნ აშშ დოლარი შეადგინა – სებ

იანვარში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 16.6%-ით გაიზარდა და…

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 282.64 მლნ აშშ დოლარი (761.9 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 16.6%-ით (40.2…