რა ღირებულების საქონელი გამოიწერეს საქართველოს მოქალაქეებმა უცხოეთიდან 2023 წელს?

რა ღირებულების საქონელი გამოიწერეს საქართველოს მოქალაქეებმა უცხოეთიდან 2023 წელს?

2023 წელს საქართველოში – 500 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების საქონელი უცხოეთიდან გამოიწერეს. BMG-იმ ონლაინვაჭრობის სექტორის მასშტაბის დასადგენად შემოსავლების სამსახურისგან გამოითხოვა ინფორმაცია, თუ რა ღირებულების ამანათებს იწერენ ქართველი მომხმარებლები უცხოეთიდან. შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, ეს სექტორი წლიურად 20%-ით იზრდება.

საქართველოში მთელი რიგი სამომხმარებლო საქონელი, განსაკუთრებით კი ბრენდული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ასევე ელექტროტექნიკა და სმარტფონები უფრო ძვირი ღირს, ვიდრე აშშ-ის თურქეთის, ევროპისა და აშშ-ის ბაზარზე. ამასთანავე, საქართველოში ადგილობრივი რიტეილერების ფასდაკლებების აქციები, როგორიცაა შავი პარასკევი და კიბერორშაბათი, რაც საქართველოში იმ მასშტაბის არაა, როგორც ევროპასა და აშშ-ში.

ამ საფასო სხვაობის გამო მომხმარებლებისთვის სასურველი პროდუქტის უცხოეთიდან გამოწერა უფრო ხელსაყრელია.

საგადასახადო კოდექსის მიხედვით, 300 ლარამდე ღირებულების ამანათი განბაჟების დღგ-ის გადასახადელისგან, შესაბამისად მომხმარებლების უმეტესობა ძირითადად ამ ზღვარზე ($112 დოლარზე) დაბლა მყოფი საქონლის გამოწერით არის დაკავებული.

შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული სტატისტიკის მიხედვით, გამოწერილი 7 მილიონი ამანათიდან 95%-ის დეკლარირებული ღირებულება 300 ლარზე ნაკლები იყო, შესაბამისად ისინი დღგ-ის გადახდას არ დაექვემდებარნენ, ხოლო საშუალო ამანათის ფასი ამ სეგმენტში 44 ლარი, ანუ $17 დოლარი იყო. ხოლო 300 ლარზე ძვირად ღირებული ამანათების რაოდენობა 300 ათასს აღემატებოდა, ხოლო საშუალო ამანათის საფასური 658 ლარი, ანუ 246 დოლარი იყო. ამ კატეგორიის ამანათების დღგ-ისგან კი სახელმწიფო ბიუჯეტმა 36 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო.

უცხოეთიდან ონლაინ ვაჭრობის სექტორი ყოველწლიურად დაახლოებით 20%-ით იზრდება, შესაბამისად, ამ ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში ქართველი მომხმარებლების მიერ გამოწერილი ამანათების რაოდენობა 8.7 მილიონს, ხოლო შესყიდული საქონლის ღირებულება 621 მილიონს მიაღწევს.

 

bm.ge

მსგავსი სიახლეები

სებ-მა ფულის გათეთრების დისტანციური ზედამხედველობის პორტალის გამოყენების წესი დაამტკიცა

სებ-მა ფულის გათეთრების დისტანციური ზედამხედველობის პორტალის გამოყენების წესი დაამტკიცა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ანტი ფულის გათეთრების (AML) და ტერორიზმის ფინანსირების საწინააღმდეგო (CFT) დისტანციური პორტალის გამოყენების წესი დაამტკიცა. პორტალის სახელია www.aml-cft.nbg.ge და ის ფულის…
ეკონომიკის სამინისტრო “ფოსტის შესახებ” კანონის საპარლამენტო განხილვებისთვის კონსულტანტს ქირაობს

ეკონომიკის სამინისტრო “ფოსტის შესახებ” კანონის საპარლამენტო განხილვებისთვის კონსულტანტს ქირაობს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შესყიდვების სააგენტოს გამარტივებული შესყიდვის განხორციელების მიზნით მიმართავს. საუბარია საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის დირექტივებთან დაახლოების მიზნით „ფოსტის შესახებ“ კანონის…
2023 წელს საქართველოში რეკორდულად ბევრი ჩინური ავტომობილი შემოვიდა

2023 წელს საქართველოში რეკორდულად ბევრი ჩინური ავტომობილი შემოვიდა

ბოლო წლებში, ჩინურმა ავტომწარმოებელმა კომპანიებმა მსოფლიოში მასშტაბური ექსპანსია დაიწყეს, რომელიც ადგილობრივი კომპანიების მიერ გლობალური ბაზრის წილის მნიშვნელოვან ზრდას ისახავს მიზნად. ტენდენციის…