ღვინის ეროვნულ სააგენტოში, ღვინის მწარმოებელი 60-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელთან შეხვედრა გაიმართა – რა განიხილეს

ღვინის ეროვნულ სააგენტოში, ღვინის მწარმოებელი 60-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელთან შეხვედრა გაიმართა – რა განიხილეს

ღვინის ეროვნულ სააგენტოში, ღვინის მწარმოებელი 60-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელთან შეხვედრა გაიმართა. 

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ ღვინის  მწარმოებლებთან 2023 წლის რთველის საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.

„ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის სწორი კომუნიკაცია. სწორედ ამიტომ, არც ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არ მიგვიღია მეწარმეებთან და ფერმერებთან კონსულტაციების გარეშე, რაც გვაძლევს კიდეც შედეგს. სახელმწიფო მეღვინეობის დარგის მხარდაჭერას გააგრძელებს არაერთი მიმართულებით, ცხადია, გაგრძელდება მარკეტინგული მხარდაჭერა, რაზეც ჩვენ ამ ეტაპზე აქტიურად ვმუშაობთ“, – აღნიშნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, რთველის მხარდასაჭერად, რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშების ყურძნის სუბსიდირება განხორციელდება. სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ის კომპანია, რომელიც შესყიდული 1 კგ ყურძნის სანაცვლოდ, ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის არანაკლებ 0,90 ლარს.

კახეთის რეგიონში მევენახის მიერ მოწეული ყურძნის შესყიდვის სანაცვლოდ, კომპანიებზე გასაცემი სუბსიდია შეადგენს 1კგ რქაწითელისა და 1 კგ კახური მწვანისათვის 0,20 ლარს. გასულ წელს, სახელმწიფო სუბსიდია 1 კგ რქაწითელისა და 1 კგ კახური მწვანისათვის 0,35 ლარს შეადგენდა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, ღვინის ეროვნული სააგენტო და სხვა შესაბამისი სახელმწიფო უწყებები სრულ მზადყოფნაში არიან, რომ მოსავლის დაბინავება მოხდეს ორგანიზებულად და ყველა მევენახეს მიეცეს ყურძნის შეუფერხებელი ჩაბარების შესაძლებლობა.

ღვინის ეროვნულ სააგენტოში გამართულ შეხვედრას ღვინის მწარმოებელი 60-ზე მეტი
კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა, რომლებმა რთველში ჩასართავად და
მოსახლეობისგან ყურძნის შესყიდვის მზად ყოფნა გამოხატეს.

მსგავსი სიახლეები

უძრავ ქონებაზე მოთხოვნა განსაკუთრებით რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ქართველების მხრიდან გაიზარდა – Eristavi Estates

უძრავ ქონებაზე მოთხოვნა განსაკუთრებით რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ქართველების მხრიდან…

RENTALS & Eristavi Estates-ის მმართველი პარტნიორი ზურაბ ერისთავი საინვესტიციო ბანკ Galt & Taggart-ის მიმოხილვაში გამოკვეთილ აქცენტებს ეთახმება, რომლის მიხედვით, უძრავი ქონების…
არ გაუშვათ შესაძლებლობა ხელიდან… ჩვენი კავშირის კარი საბოლოოდ ფართოდ ღიაა! – ჰერჩინსკი

არ გაუშვათ შესაძლებლობა ხელიდან… ჩვენი კავშირის კარი საბოლოოდ ფართოდ…

წლის ბოლოს ევროკავშირი გადაწყვეტს, გადადგამს თუ არა საქართველო შემდეგ ნაბიჯს მისი წევრობისკენ. ეს შესაძლებლობა არსებობს სწორედ ახლა. არ გაუშვათ ის ხელიდან. ჩვენი…
„ნაბეღლავი“ კორეაშიც გაიყიდება

„ნაბეღლავი“ კორეაშიც გაიყიდება

„ნაბეღლავი“ უკვე კორეაშიც გაიყიდება, – ამის შესახებ “წყალი მარგებელის” სტრატეგიული განვითარების მენეჯერმა, თინა მახარაძემ გადაცემა რედაქტ2-ში სტუმრობისას განაცხადა. „ზოგადად, კომპანია იზრდება…