მაისიდან რუსეთში ღვინის იმპორტზე აქციზი 3-ჯერ იზრდება

მაისიდან რუსეთში ღვინის იმპორტზე აქციზი 3-ჯერ იზრდება

1-ელი მაისიდან, რუსეთში იმპორტირებული ალკოჰოლური სასმლის ზოგიერთ სახეობაზე, მათ შორის, ღვინოზე, აქციზი 3-ჯერ გაიზრდება. ზრდა მომდევნო წლებშიც გაგრძელდება.

პროპაგანდისტული რუსული გამოცემა Tass-ის ცნობით, შესაბამის განკარგულებას ვლადიმირ პუტინმა ხელი გასული წლის ნოემბერში მოაწერა.

ამჟამად, ერთ ლიტრ ღვინოზე აქციზი 34 რუბლია (₾0.99). მაისიდან კი აქციზის გადასახადი ლიტრზე 108 რუბლი იქნება (₾3.13). რაც შეეხება შემდეგ წლებს, 2025-დან გადასახადი 112 რუბლი, 2026 წლიდან კი 116 რუბლი გახდება.

აღსანიშნავია, რომ ქართული ღვინის მთავარი საექსპორტო ბაზარი რუსეთია. 2023 წელს ღვინის რეალიზების 65.3% რუსეთზე მოდიოდა. საქართველომ გასულ წელს ღვინის ექსპორტით 259 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2022 წლის შესაბამის მაჩვენებელს მცირედით, 2.6%-ით აღემატება. შედეგად, მთლიან ექსპორტში ყურძნის ნატურალური ღვინოების წილმა 4.3% შეადგინა და მან ექსპორტირებული საქონლის რეიტინგში მეოთხე ადგილი დაიკავა.

მსგავსი სიახლეები

ლენტეხის მუნიციპალიტეტში 22-მეგავატიანი “ცხენისწყალი 1 ჰესის” მშენებლობა წელს დაიწყება

ლენტეხის მუნიციპალიტეტში 22-მეგავატიანი “ცხენისწყალი 1 ჰესის” მშენებლობა წელს დაიწყება

ლენტეხის მუნიციპალიტეტში, მდინარე ცხენისწყალზე 22 მგვტ დადგმული სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის – “ცხენისწყალი 1 ჰესის” მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება. როგორც პროექტის განმახორციელებელი კომპანიის –…
რა უნდა იყოს დეველოპერულ სექტორში პროექტების დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრუქტურა – TBC Capital-ის პუბლიკაცია

რა უნდა იყოს დეველოპერულ სექტორში პროექტების დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო…

თიბისი კაპიტალმა გაცვლითი კურსის ბიზნეს-ეკონომიკის სერიიდან პირველი პუბლიკაცია გამოაქვეყნა, რომელიც ძირითადად საცხოვრებელი უძრავი ქონების სექტორში პროექტების დაფინანსების ოპტიმალური სტრუქტურის გაანგარიშებას ეხება. სხვადასხვა ქვეყნის…
საქართველოში ჩინური ავტომობილების იმპორტი გაორმაგდა

საქართველოში ჩინური ავტომობილების იმპორტი გაორმაგდა

2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოში ჩინეთიდან ავტომობილების იმპორტი გაორმაგდა – აღნიშნულ პერიოდში საქართველოში სულ $22 მილიონი დოლარის ღირებულების ავტომობილების იმპორტი განხორციელდა,…