“მშვიდობის ხიდის” განათების სისტემაზე უახლოეს პერიოდში ტენდერი გამოცხადდება – მერია

“მშვიდობის ხიდის” განათების სისტემაზე უახლოეს პერიოდში ტენდერი გამოცხადდება – მერია

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, „მშვიდობის ხიდის” სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.

„ხიდი იყო ავარიულ მდგომარეობაში და ამის დასკვნაც არსებობდა – საჭიროებდა შესაბამისი

სამუშაოების წარმოებას. ამ პროექტის ფარგლებში საყრდენი ბურჯები მთლიანად განახლებულია. ბაგირების არასწორი დაჭიმვის გამო, ხშირად იმსხვრეოდა მინის მოაჯირები. აღნიშნულ სამუშაოებში ჩართული გვყავდა უცხოელი სპეციალისტები, ვინც თავიდანვე მუშაობდა ამ ხიდის დაპროექტებაში, ხოლო შემდეგ პროექტის განხორციელებაზე. დღეს შეიძლება ითქვას, რომ ხიდი ქვეითად მოსიარულეთათვის ყველანაირად უსაფრთხოა“, – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ბენდელიანის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში ხიდზე გარე განათების ქსელის განახლება იგეგმება, რაზეც ტენდერი გამოცხადდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, „მშვიდობის ხიდის“ რეაბილიტაციის პროექტი ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა განახორციელა, რაზეც ქალაქის ბიუჯეტიდან 1.4 მლნ ლარი დაიხარჯა.

მსგავსი სიახლეები

ლაშა ხუციშვილი თურქეთის ელჩს შეხვდა

ლაშა ხუციშვილი თურქეთის ელჩს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მუსტაფა თურქერ არის შეხვდა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით,…
იუსტიციის მინისტრმა მცხეთის იუსტიციის სახლის მშენებლობა დაათვალიერა

იუსტიციის მინისტრმა მცხეთის იუსტიციის სახლის მშენებლობა დაათვალიერა

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ, მოადგილე ლანა მორგოშიასთან და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანიასთან ერთად, მცხეთის მშენებარე იუსტიციის სახლი დაათვალიერა და ადგილზე…
საპენსიო ფონდმა ₾9.4 მილიარდს გადააჭარბა

საპენსიო ფონდმა ₾9.4 მილიარდს გადააჭარბა

საქართველოს საპენსიო ფონდი მაისის შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ფონდის ზომამ გასულ თვეში 9.4 მილიარდ ლარს გადააჭარბა. სისტემაში სულ 1,553,262 ადამიანის დანაზოგები არის…