„ნაბეღლავი“ კორეაშიც გაიყიდება

„ნაბეღლავი“ კორეაშიც გაიყიდება

„ნაბეღლავი“ უკვე კორეაშიც გაიყიდება, – ამის შესახებ “წყალი მარგებელის” სტრატეგიული განვითარების მენეჯერმა, თინა მახარაძემ გადაცემა რედაქტ2-ში სტუმრობისას განაცხადა.

„ზოგადად, კომპანია იზრდება და პერიოდულად შეიძლება დაგვჭირდეს ზრდა საექსპორტო ბაზრების ზრდასთან ერთად. ჩვენი პროდუქცია გადის 27 ქვეყანაში, წელს დავიმატეთ თურქეთი და კორეა. ვცდილობთ, ვიყოთ დივერსიფიცირებული და ამა თუ იმ ქვეყნის წილი 5%-ს არ ცდებოდეს. კორეა მიმდინარე წელს დაგვემატა. პროდუქცია უკვე გავგზავნეთ და უკუკავშირიც მივიღეთ“, – განაცხადა მახარაძემ.

მისი თქმით, „რაუხის“ პროდუქციაც გადის ექსპორტზე, თუმცა „ნაბეღლავი“ არის „წყალი მარგებელის“ მთავარი ბრენდი და ამ მიმართულებითაც აქტიურად მიდის მუშაობა.

„ზოგადად, ექსპორტის მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ, ძირითადად ტრადიციული ბაზრების მიმართულებით. ეს არის აშშ, იაპონია და ა.შ.“, – თქვა თინა მახარაძემ.

 

მსგავსი სიახლეები

საქართველოს საერთაშორისო რეზერვებში ოქროს ღირებულება $1.1 მილიარდამდე გაიზარდა | სებ

საქართველოს საერთაშორისო რეზერვებში ოქროს ღირებულება $1.1 მილიარდამდე გაიზარდა |…

2026 წლის აგვისტოს მდგომარეობით, ოქროს ფასის ცვლილების შედეგად, მონეტარული ოქროს ღირებულება წინა თვესთან შედარებით 135 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 1.149.2…
თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირება/მშენებლობა იწყება – EYE-სთან ხელშეკრულება გაფორმდა

თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირება/მშენებლობა იწყება – EYE-სთან ხელშეკრულება გაფორმდა

თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობას თურქული ერთობლივი კომპანია EYE განახორციელებს. თბილისი სატრანსპორტო კომპანიასა და და ტენდერში გამარჯვებულ თურქულ ერთობლივ საწარმო EYE-ს (Emre…
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

7 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6128 ლარი გახდა.…