პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად პრეზიდენტის მიერ წარდგენილი ნანა ყეინიშვილის და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურებს მხარი დაუჭირა. სხდომამდე საკითხი განიხილეს საფინანსო საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილი ნანა ყეინიშვილის და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურების განხილვა, თუმცა, კანდიდატები კომიტეტის სხდომაზე არ გამოცხადდნენ. რის შემდეგაც კომიტეტებმა მათ კანდიდატურებს მხარი არ დაუჭირეს, თუმცა სესიაზე მმართველი გუნდის პოზიცია შეიცვალა და წარდგენილი კანდიდატები 84 ხმით ეროვნულ ბანკში აირჩიეს.
მომხდარის მიზეზი BMG-სთან საუბარში განმარტა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ბეჟან წაქაძემ. მისი თქმით, ამ კანდიდატების არჩევა სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება იყო და მის გარეშე ეროვნული ბანკის უწყვეტ ფუნქციონირებას რისკები შეექმნებოდა.
“კომიტეტზე იყო უარი, რადგან ისინი არ გამოცხადდნენ. თუმცა შემდეგ ჩვენ განვიხილეთ და ქვეყანას ექმნებოდა ვითარება, რომ იქ წევრები აუცილებლად საჭირო იყო. ორ თვეში გადის ვადა საბჭოს წევრების და ჩვენ აუცილებლად უნდა გვეყარა კენჭი. შევჯერდით და მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება.
პრეზიდენტმა მოითხოვა უკან გაწვევა, მაგრამ ამას არ ითვალისწინებს კანონმდებლობა. არ ხდება დღეს წარადგინო და ხვალ გაიწვიო.
რა უნდა გააკეთოს პარლამენტმა – პრეზიდენტი წარადგენს და არ ვამტკიცებთ, გვეუბნებით რატომ არ დაამტკიცეთო? წარადგენს და დავამტკიცეთ გვეუბნებით რატომ დაამტკიცეთო. ეგრე ხომ არ შეიძლება? ქვეყნის მთავარ მარეგულირებელ ფინანსურ ორგანოს ექმნება პრობლემა რომ არ მიგვეღო გადაწყვეტილება საერთოდ ეროვნულ ბანკში არ იქნებოდნენ წევრები, ვერ მიიღებოდა გადაწყვეტილებები. ამიტომ ეს გადაწყვეტილება იყო სახელმწიფოებრივი. ერთად შევჯერდით, კომიტეტში გავიარეთ და მე მგონია, კარგი გადაწყვეტილება მივიღეთ.
ამ კანდიდატებს კომპეტენცია ნამდვილად არ დაეწუნებათ,”- აცხადებს ბეჟან წაქაძე.
გუშინ, 20 სექტემბერს ეროვნული ბანკის სამმა ვიცე-პრეზიდენტმა, პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამ დატოვეს პოსტები. შესაბამისად, სებ-ში საბჭოს წევრთა რიცხვი 4-მდე შემცირდა. მათ ოფიციალურად უფლებამოსილების ვადა ორ თვეში შეუჩერდებათ.
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მუსტაფა თურქერ არის შეხვდა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით,…
იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ, მოადგილე ლანა მორგოშიასთან და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანიასთან ერთად, მცხეთის მშენებარე იუსტიციის სახლი დაათვალიერა და ადგილზე…
საქართველოს საპენსიო ფონდი მაისის შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ფონდის ზომამ გასულ თვეში 9.4 მილიარდ ლარს გადააჭარბა. სისტემაში სულ 1,553,262 ადამიანის დანაზოგები არის…