საქსტატმა დღეს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ ახალი სტატისტიკა გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში საქართველოში 745 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემოვიდა. ეს წინა წელთან შედარებით 99%-ით მეტია.
რაც შეეხება მთლიანად 9 თვის შედეგებს, FDI-ის ზომა $1.67 მილიარდი დოლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 101%-ით მეტია.
რაც შეეხება FDI-ის წყაროების მიხედვით, მესამე კვარტალში 745 მილიონი დოლარიდან 446 მილიონი რეინვესტიციებზე მოდიოდა, სააქციო კაპიტალში ინვესტიციები 226 მილიონი დოლარი იყო, ხოლო სავალო ვალდებულებები 72.4 მილიონი დოლარი იყო.
2022 წლის III კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 265.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 35.6 პროცენტია. მეორე ადგილს იკავებს საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორი – 159.0 მლნ. აშშ დოლარით (21.3 პროცენტი), ხოლო მესამეზე იმყოფება ხელოვნების, გართობის და დასვენების სექტორი 143.2 მლნ. აშშ დოლარით (19.2 პროცენტი).
მესამე კვარტალში ინვესტიციების მხრივ პირველ ადგილზეა ესპანეთი – 165.9 მლნ. აშშ დოლარით, რაც FDI-ის 22.3 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება გაერთიანებული სამეფო – 122.9 მლნ. აშშ დოლარით (16.5 პროცენტი), ხოლო მესამეზე ირლანდია – 120.3 მლნ. აშშ დოლარით (16.1 პროცენტი). 10 უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 86.5 პროცენტს შეადგენს.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი “ჯივინოსტატი” საქართველოში მომდევნო კვირის დასაწყისში შემოვა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის განმარტებით,…
საქსტატის მონაცემებით, გაძვირების ტენდენცია აგვისტოშიც გაგრძელდა და რესტორანში სადილის საშუალო ფასი წლიურად 12%-ით გაიზარდა. 2026 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში…
საქსტატის თანახმად, 2026 წლის აგვისტოში საქართველოში წლიური ინფლაცია 5.6%-მდე გაიზარდა, ეს წინა თვესთან შედარებით 0.1 პროცენტული პუნქტით მეტია და ეროვნული ბანკის…