საქართველოს ეროვნულმა ბანკმა პარლამენტს 2023 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. დოკუმენტის თანახმად, ეროვნულ ბანკში საზედამხედველო/მომხმარებელთა დაცვის მიმართულებების გაფართოების პარალელურად, იზრდება მასში დასაქმებულ პირთა რაოდენობაც. თუკი 2022 წლის 31 დეკემბრისთვის სებ-ში 538 ადამიანი მუშაობდა, 2023 წლის 31 დეკემბრისთვის მისი თანამშრომლების რიცხოვნობა 601-ს შეადგენდა.
დასაქმებულთა რაოდენობის ზრდის პარალელურად, ეროვნულ ბანკში გასულ წელს გაიზარდა სახელფასო ფონდიც. თუკი 2022 წელს უწყებაში დასაქმებულთა მთლიანი სახელფასო ხარჯი 30.4 მილიონი ლარი იყო, 2023 წელს ის 40.9 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც 10.5-მილიონიანი ზრდაა (მატება 34%).
ამასთან, ანაზღაურებების გარდა თანამშრომლებზე გაცემულმა სხვა სარგებელმა, ანაზღაურებადმა შვებულებამ და ბიულეტენმა 3.1 მილიონი ლარი შეადგინა, შესაბამისად, მთლიანი ხარჯი დასაქმებულებზე გასულ წელს 44.1 მილიონ ლარს შეადგენდა, 2022 წელს კი ეს რიცხვი 33 მილიონი ლარი იყო.
შესაბამისად, თუკი 2022 წელს ეროვნულ ბანკში საშუალო სახელფასო ხარჯი ერთ თანამშრომელზე წლის განმავლობაში 61 ათას ლარს შეადგენდა, 2023 წელს ის 73 ათას ლარამდე გაიზარდა.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უზბეკეთის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრ ლაზიზ კუდრატოვს შეხვდა, რომელიც საქართველოში საქართველო-უზბეკეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომის…
„დევნილ ოჯახს, რომელსაც არც ერთი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ მიუღია საცხოვრებელი ფართი ან შესაბამისი ანაზღაურება, ბინის ნაცვლად ფულადი კომპენსაციის მოთხოვნა შეუძლია.…
ტაილანდში მიმდინარე საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში სებ-ის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, დელეგაციასთან…