რამდენ ადამიანს აქვს საქართველოში თვეში 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი?

რამდენ ადამიანს აქვს საქართველოში თვეში 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი?

2022 წლის დეკემბერში 100 ათას ლარზე მეტი შემოსავალი 1183 პირმა მიიღო, ჯამურად მათ მიერ მიღებული შემოსავალი, გადასახადების გადახდამდე, 445 931 736 ლარი იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ საშუალოდ, 1 პირის შემოსავალი 377 ათას ლარამდე იყო.

100 ათას ლარზე მეტი  შემოსავლის მქონე ფიზიკური პირების რაოდენობა

• 2022 წლის დეკემბერი – 1183 პირი / 445 931 736 ლარი
• 2021 წლის დეკემბერი – 1085 პირი / 425,027,002 ლარი
• 2020 წლის დეკემბერი – 223 პირი/ 75,146,406 ლარი

აღსანიშნია, რომ 2022 წლის დეკემბერში, 100 ათას ლარი და მეტი ხელფასის სახით დეკემბერში 427 პირმა მიიღო. თანხის მოცულობა 131 737 299 ლარი იყო.

შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, ამავე თვეში 40 ათას ლარზე მეტი თვიური შემოსავალი საქართველოში მხოლოდ 3 738 პირს ჰქონდა. შემოსავლის სხვა სახეებია: დივიდენდი, პროცენტი, მოგება, როიალტი და სხვა.

PMCG -ის მონაცემებით, 2022 წლის დეკემბერში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.9%-ით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6.4%-ით არის გაზრდილი.

იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 599 ლარამდე თვიურ ხელფასს, 16.1%-ს შეადგენდა, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8.3 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.

2022 წლის დეკემბერში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2,400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 32.6%-ს შეადგენდა, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 12.2 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.

2022 წლის დეკემბერში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9,600 ლარს მეტ თვიურ ხელფასს, 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 28.4%-ით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 76%-ით არის გაზრდილი. 2022 წლის დეკემბერში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9,600 ლარს ან მეტ ხელფასს, მხოლოდ ხელფასის მიმღებთა 3.2%-ს შეადგენდა.

მსგავსი სიახლეები

როგორ იკავებს თანდათანობით Zombie Economicus-ი Homo Economicus-ის ადგილს

როგორ იკავებს თანდათანობით Zombie Economicus-ი Homo Economicus-ის ადგილს

ვლადიმერ პაპავა – პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, აკადემიკოსი როგორც ცნობილია, ზომბი ეკონომიკას „იაპონური ფესვები“ აქვს, რადგან ის იაპონიაში…
დავითაშვილი იმედოვნებს, რომ არაბული ინვესტიცია ქვეყანაში, მათ შორის საპორტო ინფრასტრუქტურაში ჩაიდება

დავითაშვილი იმედოვნებს, რომ არაბული ინვესტიცია ქვეყანაში, მათ შორის საპორტო…

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, მომდევნო წლების განმავლობაში არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ინვესტიციები ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში ჩაიდება, მათ შორის საპორტო…
საქართველოში საშუალო ხელფასი 1,773 ლარამდე გაიზარდა – საქსტატი

საქართველოში საშუალო ხელფასი 1,773 ლარამდე გაიზარდა – საქსტატი

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2022 წლის IV კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 21.2…