საქართველოს და კატარს შორის დაიდება მნიშვნელოვანი ხელშეკრულება, რომელიც ხელს შეუწყობს ინოვაციების და ტექნოლოგიების კუთხით თანამშრომლობას კატარის სახელმწიფოსთან – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა კატარში ვიზიტისას განაცხადა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, კატარის ეკონომიკური ფორუმის პარალელურად, შეხვედრები შედგა რამდენიმე დარგობრივ სამინისტროსთან, სადაც კატარის სახელმწიფოსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებები გამოიკვეთა.
„კატარის ეკონომიკური ფორუმის პარალელურად, შეხვედრები შედგა რამდენიმე დარგობრივ სამინისტროსთან, სადაც გამოიკვეთა კატარის სახელმწიფოსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებები. კერძოდ, ჩვენ გვექნება მნიშვნელოვანი ხელშეკრულება, რომელიც ხელს შეუწყობს ინოვაციების და ტექნოლოგიების კუთხით თანამშრომლობას კატარის სახელმწიფოსთან. ასევე ჩვენ შევეხეთ ტრანსპორტის და ლოგისტიკის სფეროს და საქართველოს მნიშვნელობას შუა დერეფანში.
განსაკუთრებით, გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე საქართველოს მიმართ ინტერესი გაზრდილია მსოფლიოს ბევრი ქვეყნის მხრიდან და მათ შორის, კატარელი ინვესტორების მხრიდან. ასევე ჩვენ ვისაუბრეთ სავაჭრო და ეკონომიკურ საკითხებზე და ამ კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს გასულ წელს საქართველოსა და კატარს შორის ინვესტიციების წახალისებისა და დაცვის შესახებ გაფორმებული შეთანხმება. ეს ყველაფერი ქმნის ძალიან მნიშვნელოვან წინაპირობას, რომ ჩვენ კატარიდან საქართველოში დამატებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა შევძლოთ და ეს იყოს მნიშვნელოვანი მხარდამჭერი საქართველოს ეკონომიკური ზრდის“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
2026 წლის აგვისტოს მდგომარეობით, ოქროს ფასის ცვლილების შედეგად, მონეტარული ოქროს ღირებულება წინა თვესთან შედარებით 135 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 1.149.2…
თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობას თურქული ერთობლივი კომპანია EYE განახორციელებს. თბილისი სატრანსპორტო კომპანიასა და და ტენდერში გამარჯვებულ თურქულ ერთობლივ საწარმო EYE-ს (Emre…
7 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6128 ლარი გახდა.…