თქვენ წაგვიკითხეთ ეპისტოლე, რომელიც აბსურდი იყო, – ამ სიტყვებით მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ბეჟან წაქაძემ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, გიორგი მსხილაძეს, რომელმაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „რუსულ კანონთან“ დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები წარადგინა.
ბეჟან წაქაძის თქმით, ესა თუ ის ფონდები ძალიან ეხმარებიან საქართველოს და შემდგომშიც დაეხმარებიან, მაგრამ ისინიც იღებენ სარგებელს, ამიტომ სანქციას ვერ დააწესებენ. „თავის თავს გამოუტანენ სანქციას ეკონომიკის კუთხით. მაგალითად, ბანკებში ჩადებულია 25 მლრდ დოლარი, აქედან 8 არის სახელმწიფოსი, ხოლო 15 – კერძო სტრუქტურების. საერთო ჯამში, 60 მლრდ-ზე მეტია ჩადებული საქართველოში მათი ფული და თავიანთ ფულს ვერ დაუწესებენ სანქციას. 60 მილიარდს ისინი ვაჭრობენ ყოველწლიურად კასპიის ზღვის ქვეყნებიდან, რომელიც საქართველოს გავლით გადის ევროპაში და ამერიკაში. ეს ჯამში იძლევა $600 მილიარდამდე ღირებულების პროდუქციას“, – თქვა წაქაძემ.
რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციას, დეპუტატი ფიქრობს, რომ სანქციები არ იქნება, ვინაიდან ევროპასაც სჭირდება იაფი მუშახელი, რომელიც საქართველოდან ჩავიდა.
„საქართველოდან წასული ადამიანები, იაფი მუშახელი ძალიან მნიშვნელოვანია ევროპისათვის. ეს არც თუ ისე დიდი ფუფუნებაა აქვთ ამის. მე 100%-ით დარწმუნებული ვარ, ყველა ურთიერთობა შენარჩუნდება. დონორებთანაც გაგრძელდება ურთიერთობა და ბანკებთანაც, რომლებიც გვეთანამშრომლებიან და აქედან მოგებას იღებენ. ისეთი გადაკვეთები გვაქვს, ერთმანეთს ვჭირდებით. არ მგონია, რამე სანქციები იყოს. ეს არის ზედმეტი. რაც შეეხება პირადულ სანქციებს, რა თქმა უნდა სასიამოვნო არ არის, მაგრამ სასწორის ერთ მხარეს ისეთი რამ დგას, რომ ამას ალტერნატივა არ აქვს. მშვიდობა ჩვენთვის მთავარია. ჩვენ შუმერების, იბერიელების, ხალიბების გენი და სისხლი გვაქვს, რომელსაც ძალიან უყვარს სამშობლო და ეს არის უძველესი ცივილიზაციის ქვეყანა. დემოკრატია არცერთზე ნაკლებად არ ვიცით. არ დავთმობთ იმას, რაც ჩვენია. ეს კანონი მნიშვნელოვანია, ვეტოს დავძლევთ და გავაგრძელებთ ცხოვრებას ისე როგორც ვცხოვრობდით“, – თქვა წაქაძემ.
საქართველოს პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან შექმნილი სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის მეორე შეხვედრა გაიმართა. საქართველოს…
“საქართველოში უმაღლესი განათლების მქონე პირებში უმუშევრობის დონე 11%-ს შეადგენს”, – ამის შესახებ Galt&Taggart-ის მიერ მომზადებულ განათლების სექტორის მიმოხივლაშია აღნიშნული. როგორც მიმოხილვაში…
“საქართველოში უცხოელი სტუდენტების 53.8% ინდოეთიდანაა, რომელთა უდიდესი ნაწილი ჯანდაცვის მიმართულებით სწავლობს”, – ამის შესახებ Galt&Taggart-ის მიერ მომზადებულ განათლების სექტორის მიმოხივლაშია აღნიშნული. როგორც…