“საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების დარღვევის არცერთი ფაქტი არ არსებობს” – სამინისტრო

“საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების დარღვევის არცერთი ფაქტი არ არსებობს” – სამინისტრო

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საერთაშორისო სანქციების მოთხოვნების აღსრულებასთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს. უწყების განცხადებით, ცალკეული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ქვეყანა რუსეთზე დაკისრებული სანქციების პირობებს არ ასრულებს, არის დეზინფორმაცია. ფინანსთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ საქართველოს მიერ სანქციების პირნათლად აღსრულების პროცესს ქვეყანაში აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებიც ადასტურებენ და ამ მხრივ ქვეყნის ძირითად პარტნიორებს კითხვები არ აქვთ. 

“ფინანსთა სამინისტრო ეხმაურება საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესთან დაკავშირებით, ბოლო დღეებში ზოგიერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციას და კიდევ ერთხელ, კატეგორიულად აცხადებს, რომ საერთაშორისო სანქციების დაწესების დღიდან, ჩვენი ქვეყანა სრულად იცავს დადგენილ წესებს და საზღვარზე მკაცრ მონიტორინგს უწევს ყველა ტიპის საბაჟო ოპერაციას.

აღნიშნულის გათვალისწინებით, ყველა ის პროდუქცია, რომელიც მოხვედრილია სანქციების მონაწილე ქვეყნების მიერ განსაზღვრულ სიაში, მათ შორის, სიუჟეტში მოყვანილი საყოფაცხოვრებო ელექტრო ტექნიკა, რომელიც გადაადგილდება საქართველოს გავლით – ექვემდებარება განსაკუთრებულ საბაჟო კონტროლს და მოწმდება დეტალურად. აგრეთვე, დამატებით გადამოწმებას ექვემდებარება საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის შემთხვევები, რათა საქართველო არ იქნას გამოყენებული დაწესებული სანქციებისგან თავის არიდების საშუალებად.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ დღემდე არ არსებობს საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების დარღვევის არც ერთი ფაქტი, რაც დასტურდება მათ შორის საქართველოში ევროკავშირის და აშშ-ის ელჩების მიერ მედიასაშუალებებთან გაკეთებული განცხადებებით.

შესაბამისად, ნებისმიერმა პირმა, რომელიც საქართველოს მიერ სანქციების დარღვევის შესახებ ბრალდებებს აჟღერებს, უნდა წარმოადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩაითვლება, რომ ეს არის მიზანმიმართული ქმედება – ყალბი ინფორმაციის გავრცელებით, ქვეყანას მიაყენონ რეპუტაციული ზიანი, რაც არ დარჩება რეაგირების გარეშე ჩვენი მხრიდან,”- ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

რა ღირს საწვავი ევროპის და მეზობელ ქვეყნებში? – ნავთობიმპორტიორთა კავშირი

რა ღირს საწვავი ევროპის და მეზობელ ქვეყნებში? – ნავთობიმპორტიორთა…

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ევროპის ქვეყნებსა და სამეზობლოში საწვავის ფასის შემცირების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. გაერთიანების ცნობით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ევროპაში A-95…
უძრავი ქონების ქირაზე ფასი შემცირდა – არსებობს თუ არა რისკები ქირის საფუძველზე სესხის გაცემისას?

უძრავი ქონების ქირაზე ფასი შემცირდა – არსებობს თუ არა…

უძრავი ქონების ქირაზე ფასის შემცირების ფონზე, სამომხმარებლო და იპოთეკური სესხების გაცემისას, რომელიც ქირის შემოსავლის საფუძველზე გაიცემა, ეროვნული ბანკი რისკებს ხედავს. სებ-ი კომერციულ ბანკებს…
“შესაძლოა, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ზრდის მიმართულებით გადაიხედოს”- ეროვნული ბანკი

“შესაძლოა, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ზრდის მიმართულებით გადაიხედოს”- ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა მედიასთან საუბრისას აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას პროგნოზირებენ. “მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის…