საერთაშორისო ინსტიტუტებს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პერსპექტივებთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინი აქვთ, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ, გაეროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის „მსოფლიო ეკონომიკური მდგომარეობა და პერსპექტივები 2023” კომენტირებისას.
საქართველოსთან მიმართებით ანგარიშში ეკონომიკური ზრდის შეფასება და პროგნოზები გაზრდილია.
„გაერომ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი. გაეროს შეფასებით, თუ 2022 წლის ანგარიშში, ვარაუდობდა 4,4%-ის დონეზე ეკონომიკურ ზრდას, უკვე გამოქვეყნებული პროგნოზის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2022 წელს 10,8%-ია, ხოლო 2023 წელს ნაცვლად 4%-ისა არის 5,2%, რაც ნათლად მიანიშნებს და ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ საერთაშორისო ინსტიტუტებს საქართველოს მიმართ აქვთ პოზიტიური მოლოდინი ეკონომიკური ზრდის პერსპექტივებთან დაკავშირებით”, – აცხადებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა.
მისი თქმით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზები უმჯობესდება საქართველოსთან მიმართებით.
„თუ შევხედავთ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის პროგნოზებს და ასევე, გაეროს პროგნოზს, ვნახავთ, რომ სავალუტო ფონდის პროგნოზი უკეთესია, ბოლოს გამოქვეყნებულ მსოფლიო ბანკის პროგნოზზე და მასზე უკეთესია გაეროს პროგნოზი. ეს მიანიშნებს, რომ რაც უფრო მეტი დრო გადის, უფრო ნათელი და ცხადი წარმოდგენა ექმნებათ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებსა და ორგანიზაციებს, რომ საქართველოს ეკონომიკური პერსპექტივა არის მყარი, ძლიერი და კარგი იმისათვის, რომ ეკონომიკური ზრდა განახლდეს. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროგნოზები, რომლებსაც საერთაშორისო ინსტიტუტები აქვეყნებენ, როგორც წესი, კონსერვატიულია და უფრო დაბალია, ვიდრე რეალობა და ამას აჩვენებს ბოლო წლების ეკონომიკური ზრდის შედეგები. ასე რომ, საქართველოს შეუძლია გაცილებით უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა შესთავაზოს მსოფლიოს და აჩვენოს, რომ შეგვიძლია კარგად განვვითარდეთ, მაღალი ეკონომიკური ზრდით, დასაქმების კარგი მაჩვენებლის ჩამოყალიბებით და უმუშევრობის შემცირებით“, – აღნიშნავს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა.
დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის ორმა ვიცე-პრეზიდენტმა, პაპუნა ლეჟავამ და არჩილ მესტვირიშვილმა საბჭოს შემადგენლობა დატოვეს. ამის მიზეზი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის,…
ანაკლიის ნავსადგურის პროექტში კერძო პარტნიორის შერჩევის მიზნით შექმნილმა უწყებათაშორისმა სამთავრობო კომისიამ, რომლის მორიგი სხდომა 20 სექტემბერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში…
აზიის განვითარების ბანკი 2023 წლის განმავლობაში საქართველოში 6%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს – ამის შესახებ ADB-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული განცხადებიდან ხდება ცნობილი.…