“სებ-ის შიდა აუდიტის საქმიანობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია” – ექსპერტთა ჯგუფი

“სებ-ის შიდა აუდიტის საქმიანობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია” – ექსპერტთა ჯგუფი

საქართველოს ეროვნული ბანკის შიდა აუდიტის სამსახურს, გარე შეფასების შედეგად, კვლავ უმაღლესი კატეგორია – “შიდა აუდიტის პროფესიული პრაქტიკის საერთაშორისო ჩარჩოსა და ეთიკის კოდექსთან ზოგადად შესაბამისი (Generally Conforms with International Professional Practice Framework (IPPF) and the Code of Ethics of the Institute of Internal Auditors (IIA))” მიენიჭა. გარე შეფასების მისია ნიდერლანდების ცენტრალური ბანკის ექსპერტებისგან, დარგის აღიარებული პროფესიონალებისაგან შედგებოდა.

შიდა აუდიტორთა ინსტიტუტის (IIA) მიერ გამოცემული შიდა აუდიტის პროფესიული პრაქტიკის საერთაშორისო ჩარჩოს (IPPF) მოთხოვნის თანახმად, შიდა აუდიტის ფუნქციის ხარისხის გარე შეფასება ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ ხორციელდება. აღნიშნულის შესაბამისად, ეროვნული ბანკის შიდა აუდიტის სამსახურმა, შიდა აუდიტორთა ინსტიტუტის სერტიფიცირებულ ექსპერტთა მიერ ხარისხის სრული გარე შეფასების მიდგომა, უკვე მეორედ შეარჩია, როგორც ყველაზე მაღალი დონის რწმუნების მიღების მეთოდი.

შეფასების პროცესი მოიცავდა, როგორც ექსპერტთა მიერ კონკრეტული მასალების დისტანციურ შესწავლას და დაინტერესებული მხარეების გამოკითხვას, ასევე, შემფასებელთა ადგილზე ვიზიტს. შედგა არაერთი შეხვედრა ეროვნული ბანკის მენეჯმენტთან, შიდა აუდიტორებთან, აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარესთან და გარე აუდიტორთან. ექსპერტებმა დეტალურად შეისწავლეს და გააანალიზეს შიდა აუდიტის სამსახურის სამუშაო დოკუმენტაცია, პროცესები და პროცედურები. ექსპერტთა ჯგუფის მიერ გარე შეფასების დასრულების შემდეგ გაიცა ხარისხის შესაბამისობის სერტიფიკატი.

დამოუკიდებელი გარე შეფასების შედეგებმა, უკვე მეორეჯერ დაადასტურა ეროვნული ბანკის შიდა აუდიტის სამსახურის საქმიანობის ხარისხის სრული შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებისა და ეთიკის კოდექსის მოთხოვნებთან. ამასთან, მისიის ვიზიტის ფარგლებში, ექსპერტებმა ხაზი გაუსვეს, ეროვნული ბანკის შიდა აუდიტის სამსახურის საქმიანობაში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს. აღნიშნულის გათვალისწინებით, შიდა აუდიტის სამსახურმა, მიიღო შეთავაზება, ნიდერლანდების ცენტრალური ბანკის ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში, ერთობლივი საერთაშორისო სემინარის ორგანიზების თაობაზე. ასევე, შიდა აუდიტის სამსახური მიწვეულია თანამედროვე შიდა აუდიტისათვის მნიშვნელოვანი გამოწვევის – “რეალურ დროში აუდიტის (Real Time Audit)” საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო სამუშაო ჯგუფში.

ხარისხის გარე შეფასების სამ საფეხურიანი შკალიდან უმაღლესი შეფასება.

მსგავსი სიახლეები

საქართველოს საერთაშორისო რეზერვებში ოქროს ღირებულება $1.1 მილიარდამდე გაიზარდა | სებ

საქართველოს საერთაშორისო რეზერვებში ოქროს ღირებულება $1.1 მილიარდამდე გაიზარდა |…

2026 წლის აგვისტოს მდგომარეობით, ოქროს ფასის ცვლილების შედეგად, მონეტარული ოქროს ღირებულება წინა თვესთან შედარებით 135 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 1.149.2…
თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირება/მშენებლობა იწყება – EYE-სთან ხელშეკრულება გაფორმდა

თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირება/მშენებლობა იწყება – EYE-სთან ხელშეკრულება გაფორმდა

თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობას თურქული ერთობლივი კომპანია EYE განახორციელებს. თბილისი სატრანსპორტო კომპანიასა და და ტენდერში გამარჯვებულ თურქულ ერთობლივ საწარმო EYE-ს (Emre…
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

7 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6128 ლარი გახდა.…